ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 873 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2018 მიღება
11.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2018 წლის 27 აპრილი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:   მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტები:   ა) „მითითების“ ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად; ბ) „შემოწმების აქტის“ ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად; გ) „უწყების“ ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღამბაშიძე დანართი №1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო საქმიანობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი მუხლი 1🔗  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე შესაბამისი სამსახურის მიერ დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირის (სპეციალისტის) მიერ, მოხდეს მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაბარდება მეპატრონეს,  იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ჩაბარება, იგი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და გადაღებულ იქნეს ფოტო, რომლის შემდგომ მითითება  ჩაითვლება ჩაბარებულად.  მუხლი 2🔗 ობიექტის მეპატრონეს მიეცეს ვადა არაუმცირეს 3 (სამი) დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო  მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდეს კანონშესაბამისი ღონისძიება.  მუხლი 3🔗 მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნეს შემოწმების აქტი, რომელშიც მითითებულ იქნება ,,მითითება“ შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება (ბრძანება) ,,საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით“. ხოლო თუ  მითითება არ იქნა შესრულებული, უნდა შედგეს უწყების ფორმა, რომლითაც სავარაუდო სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერიაში და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება (ბრძანება). მუხლი 4🔗 დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მოქალაქეს უნდა ჩაჰბარდეს შესაბამისი  გადაწყვეტილება (ბრძანება), თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის გადაწყვეტილების (ბრძანების) ჩაბარება, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება თვალსაჩინო ადგილზე. მუხლი 5🔗 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული მოთხოვნა მშენებარე ობიექტის დადგენილი ვადების დარღვევით, ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელზეც  შესაბამისი სამსახურის მიერ ფიქსირებულია სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეულია მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეულია ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და ა.შ.,  უფლებამოსილი პირის (სპეციალისტის) მიერ შედგეს შემოწმების აქტი, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი სამართალდარღვევა და დაიწყება ადმინისტრაციული საქმის წარმოება. 2. მიმდინარე სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების)  მხარისათვის ჩაბარება მოხდება ამ წესის მეოთხე პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 მ ი თ ი თ ე ბ ა № შედგენის თარიღი:______________ 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით („პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2  პუნქტი). 2. მითითება არის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად. --------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება --- ლარით. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის გამოსწორების ვადა, დღე -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. ------------------------------------------------------------------------------------------------- ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ განთავსების თარიღი 3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).      პასუხისმგებელი პირი:                                                                  ჩამბარებელი: დანართი №3 შემოწმების აქტი № შედგენის თარიღი:_______________ 1. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. შემოწმების აქტი დგება --------------------------------------------------------------------------------- გაცემული №-------- მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. ---------------------------------------------------------------------------------------------------- დარღვევის დასახელება და მისამართი: ------------------------------------------------------------------------------------------------- ობიექტის დასახელება და მისამართი: -------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემოწმებით დადგინდა: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება სრულდება არადროულად. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აქტი  ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა) ------------------------------------------------------------------------------------------------------ აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)  -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- განთავსების თარიღი 2. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა უფლებამოსილი სამსახური იღებს გადაწყვეტილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი). 3. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი). 4. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია და არ არსებობს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი, უფლებამოსილი სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-11 პუნქტი). დანართი №4 უ წ ყ ე ბ ა  № შედგენის თარიღი:_______________ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, დაბარებული ხართ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში  სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით.  --------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევის დასახელება, მისამართი ობიექტის დასახელება და მისამართი საქმის განხილვის თარიღი: ---------------------------------------------------------------- საქმის განხილვის ადგილი ----------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქმის განმხილველი თანამდებობის პირი