„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.167.016388
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2018 წლის 27 აპრილი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის  №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/02/15, 240120100.35.167.016200).

 
მუხლი 2
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის  №12  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერს.“.

 

მუხლი 3
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში –  ნებართვის გამცემი)  მიერ აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.“;

ბ) მე-7  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუქციონზე გასატანი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, სააუქციონო კომისიის წინადადებების საფუძველზე, დაიყოს ლოტებად.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) წარწერა უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.  სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში  რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა უქმდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით, რომელიც მტკიცდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მერიის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. გარე რეკლამის გავრცელების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, ასევე აუცილებელი სხვა საკითხები მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორცილედეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო

აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანოა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია“.

4. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის (ლოტების) აღწერას;

დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;

ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას სააუქციონო კომისიის წარდგინებით განსაზღვრავს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერი;

ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.“.

6.„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის  №12  დადგენილების დანართი №2  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა

ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

 ნ ე ბ ა რ თ ვ ა №

ეძლევა                                                                     

(ნებართვის მიმღები, პირადი ნომერი)

 

რეკლამის განთავსების ადგილი                                                                                                 

 

 

    საფუძველი                                                                                ___

 

ნებართვის მოქმედების ვადა                          დან                                                     მდე

 

ნებართვა  შედგენილია  ორ ეგზემპლარად.  ერთი ეგზემპლარი  გადაეცემა  ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება  ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერიის

 

                                                                                                                      ______________________                     სამსახურში

 

სანებართვო პირობები:                                                                                                                

 

 

ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

                                         ბ.ა.

ნებართვა გაცემულია -------------- წლის ------ ---------------------  

                                                                            

                                                                    “

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღამბაშიძე