წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016373
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2018
matsne.gov.ge 814 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.08.2016 ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.05.2015 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2018 წლის 27 აპრილი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (დანართი №1); ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი (დანართი №2). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი №1 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ საფუძველზე განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების,  პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. თავი II წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელება მუხლი 2🔗 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გათვალისწინებული ასიგნებებისა. მუხლი 3🔗 1. განაწილების უფლება აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. გადაწყვეტილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. მუხლი 4🔗 გადანაწილება ასახული უნდა იქნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა მუხლი 5🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, უფლება აქვს განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტის სამსახური. მუხლი 6🔗 განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიჯეტში ასახვის მიზნით (ბიუჯეტში ცვლილების სახით), ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. თავი IV მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები მუხლი 7🔗 საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას, ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუქტებით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია. თავი V სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 8🔗 1. განაწილების ან/და თანხების ასახვა ბიუჯეტების დაზუსტება (გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების  აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი  საბიუჯეტო ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. დანართი №2 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების მექანიზმს. თავი II არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება მუხლი 2🔗 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ – ბიუჯეტების დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ან/და მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების შესაბამისად. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ა(ა)იპ – ბიუჯეტების დაზუსტება (მათ შორის, შიდამუხლობრივი გადანაწილება), გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების  საფუძველზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური  უფლებამოსილია განახორციელოს ბიუჯეტების დაზუსტება (მათ შორის, შიდამუხლობრივი გადანაწილება) მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების შესაბამისად ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge”-ს მეშვეობით. მუხლი 3🔗 1. ა(ა)იპ – ბიუჯეტების დაზუსტების უფლება აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 2. ა(ა)იპ – ბიუჯეტების დაზუსტების შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადებების საფუძველზე, გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 3. ა(ა)იპ – მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტება ხდება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge”-ს მეშვეობით. თავი III სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 4🔗 1. ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტება ასახული უნდა იქნეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტოს წლის ბოლომდე, გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 2. ა(ა)იპ მოსალოდნელი საკუთარი შემოსულეობების და ხარჯების დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge”-ს მეშვეობით და ბიუჯეტის წლიურ ანგარიშთან ერთად წარედგინება საკრებულოს.