სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ.
სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №245442695, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102ბ, 2018 წლის 17 მაისს, 16:30 საათზე.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
1. სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 2017 წლის დასკვნის წარდგენა;
2. სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ 2018 წლის განვითარების სტრატეგიული გეგმა (მომხსენებელი გრიგოლ ჭყონია);
3. ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თამუნა დევაძის 2017 წლის საანგარიშო მოხსენება;
4. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;
5. აუდიტის არჩევნები;
6. სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ დირექტორატში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2018 წლის 07 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2018 წლის 25 აპრილის მდგომარეობით.
სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ დირექტორი: მინდია სურმანიძე
26.04.2018წ.