სს ავტომობილისტი-96-ის აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
კრების გადაწყვეტილებით, დივიდენდების სააღრიცხვო თარიღია 2018 წლის 15 მაისი და, შესაბამისად, მისი მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ექნებათ ამ დღის ბოლოსთვის. დივიდენდების მიღების უფლების შემოწმება შეიძლება სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, №74ა, VII სართული; ტელ.: (32) 2226418, ან მის წარმომადგენლობაში – ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ., №11, II სართული; ტელ.: 599158806).
დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღია 2018 წლის 1 ივნისი. დივიდენდები გაიცემა საბანკო გადარიცხვის დავალებით, რისთვისაც აქციონერებს ვთხოვთ წარმოადგინონ თავიანთი საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან დივიდენდის მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი სს „საქართველოს რეგისტრატორის“ ბათუმის წარმომადგენლობაში.
დირექტორი თეიმურაზ ნიჟარაძე