1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას 1205 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას:
ა) პეტიციის შესაბამისად,მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე;
ბ) 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისათვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;
ბ) პეტიციის განხილვის მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე.
2. მუნიციპალიტეტის მერისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან /და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.
3. 1205 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5-დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს.
4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი დრო და მდებარეობა 1-კვირით ადრე უნდა ეცნობო