ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2018 წლის 27 აპრილი ქ. საგარეჯო |
|
სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დოკუმენტის მიზანი
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან /და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან /და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება ) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო , ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა , დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად .
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა , რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ “ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი ).
2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის , ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად :
ა ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი ; ყველა ის პირი , რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს , დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ;
ბ ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის , გარემოს , ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა ;
გ ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა , რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ .
1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო , ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს , ქცევისა და ეთიკის ნორმებს .
2. დაწესებულებას უფლება აქვს, განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია , შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი , სამსახურებრივი ინსტრუქციები , რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს .
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
მუხლი 4. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
1. პერსონალი , საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას , არის დამოუკიდებელი , მიუკერძოებელი და სამართლიანი .
2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს , იცავს კანონის , მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს .
3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან , ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში .
4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური , მსოფლმხედველობრივი , პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში . ამავე დროს , პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ , რელიგიურ , პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე .
5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას .
6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის , ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის ; ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად .
7. პერსონალი არის პუნქტუალური , დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე , დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს .
8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს , დაზიანების შემთხვევაში , შესაძლებლობის ფარგლებში , ზრუნავს შეკეთებაზე ან მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ სუბიექტს .
9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს .
10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში , როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით , ან დაავადებით , რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში , რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ , ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას .
11. პერსონალი , სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში , სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით , რა დროსაც იყენებს მხოლოდ საკუთარ (მომხმარებლის ) სახელს და პაროლს .
12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას , არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ -ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის , არ ჩამოტვირთავს /უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო /ფოტო მასალას .
13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის .
14. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა ), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის .
15. პერსონალი საქმიანობს სუფთა , კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში , რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში .
16. პერსონალი ადვოკატირებას უწევს ბავშვის , საკუთარი და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებას .
17. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე .
18. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე , ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ .
19. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის .
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები
მუხლი 5. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ ბავშვთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით . პერსონალი აღიარებს ბავშვს , როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის პერსპექტივას .
2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას .
3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე .
4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ , ინკლუზიურ გარემოს , სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა , განურჩევლად ფიზიკური , შემეცნებითი , სენსორული , სოციალური , ემოციური , ლინგვისტური , ეთნიკური , რასობრივი , რელიგიური , გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა .
5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე .
6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან , როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან .
7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის .
8. პერსონალი ქმნის გარემოს , სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა .
9.პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას , მათ შორის პირადი მაგალითით .
10.პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას , იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად .
11.პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის , ფოტო /ვიდეო მასალის ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტ -სივრცეში ) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით .
12.დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით .
13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს .
14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს .
15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს , განურჩევლად ფიზიკური , შემეცნებითი , სენსორული , სოციალური , ემოციური , ლინგვისტური , ეთნიკური , რასობრივი , რელიგიური , გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა .
16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან .
1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ , ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის ოჯახთან , ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში .
2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის ოჯახის წევრებს , განურჩევლად მათი გენდერული , კულტურული , სოციალური , ეთნიკური , რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა .
3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის , ისე ბავშვის განვითარების შესახებ .
4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე .
5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში , პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს , ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით .
6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვის ოჯახთან დაკავშირებით , არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა მშობლებთან .
7. პერსონალი , ბავშვის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში , არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან .
8. პერსონალი არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის ოჯახის წევრებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას .
9. პერსონალი , სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას , ბავშვისგან ან მისი ოჯახისგან არ იღებს ფულს ან ფასიან საჩუქარს (გარდა ყვავილებისა ).
10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის ოჯახის წევრებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან .
1. პერსონალს აქვს პოზიტიური , პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა .
2. პერსონალი მუშაობს გუნდურად , მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს , ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს .
3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში .
4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას .
5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის , გამოცდილების , იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით .
6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე .
7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს , არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად .
8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას .
9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას , არ იძლევა იმპერატიულ (ბრძანებით ) მითითებებს თანამშრომლის მისამართით .
10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსენსუსის (თანხმობის ) მიღწევას .
11. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას , რომელიც დაამცირებს , შეურაცხყოფს თანამშრომელს , ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში ;
12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ , პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან .
1. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსის შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულება , სპეციალისტი და ა .შ .) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ .
2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას .
3. პერსონალი , ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით , თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან , ასევე , სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან .
4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა , მკვლევართა , დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ , კვლევით საქმიანობას ისე , რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი .
5. პერსონალი , საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში , ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს , არ აბინძურებს და სხვა ).
პასუხისმგებლობა
მუხლი 9. პასუხისმგებლობა
პერსონალის მიერ ამ დოკუმენტით დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქციების , ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად .