1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები