„ყვარლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2018 წლის 30 აპრილი ქ. ყვარელი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყვარლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს თავმჯდომარეა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც შეიძლება იყოს მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“და „ი“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;
დ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი;“
„ზ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი;“
„ი) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ან/და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელი.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“და „ზ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, საკრებულოსთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;“
„ზ) შშმ პირებთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ოთხჯერ.
2. მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“.
|