„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 30 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/07/2011 010250050.35.164.016038), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაშვებია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის   წინადადებისა და მის მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დასახლებაში არსებული ქუჩების, შესახვევების და ჩიხების ნუმერაციის თაობაზე, თუ არსებობს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირის განცხადებას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში მერს წარუდგენს გადაწყვეტილების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოს თავმჯომარისთვის წარსადგენად. გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე“.“

2. მერია ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი