შპს „სანზონა ჰაუსის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7623-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/ 7623-18

( 330210318002347658)            

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე – ზაალ მარუაშვილი

 

განმცხადებელი – შპს „სანზონა ჰაუსი“

წარმომადგენელი – ბადრი ლომთათიძე, ნათია ბაღბაია

საკითხები, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კრედიტორთა პირველი კრების მომდევნო დღის თარიღის განსაზღვრა

სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამოარკვია:

2018 წლის 14 თებერვალს, შპს „სანზონა ჰაუსის“ წარმომადგენლებმა, ბადრი ლომთათიძემ და ნათია ბაღბაიამ, განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შპს „სანზონა ჰაუსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება  მოწვეულ იქნა 2018 წლის 27 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №20 სხდომათა დარბაზში.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე უნდა წარდგეს მოხსენებით მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა.

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც კრედიტორთა პირველ კრებაზე, 2018 წლის 27 აპრილს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ განხორციელდა, სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

დაადგინა:

1. მოვალე, შპს „სანზონა ჰაუსის“ (ს.კ.405161854) განცხადების გამო, გადახდისუუნარობის საქმეზე, კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 11 მაისს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზი №20 (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მეურვის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენება მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ;

1.2. კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

1.3. გაკოტრების მმართველის არჩევა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge და სასამართლო დაფაზე.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                            ზაალ მარუაშვილი