„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№67/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017526
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №67/ნ

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების (დანართი №1) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საშტატო განრიგის (რომელიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი (თუ სკოლის ბალანსზე ირიცხება ერთ შენობაზე მეტი); ფსიქოლოგი ან/და სპეციალური პედაგოგი ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი  (თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და არსებობს შესაბამისი დასკვნა); მასწავლებელი. ამ  ბრძანების დანართი №4-ით და დანართი №6-ით გათვალისწინებული საჯარო სკოლების, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის საშტატო განრიგი შეიძლება შედგებოდეს სხვა საშტატო ერთეულებისგან) და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი