მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.05.2018
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2018 წლის 2 მაისი
ქ. ოზურგეთი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებში:
ა.ა) სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის –1 ლარი;
ა.ბ) მრავალბინიანი სახლები, კომერციული დანიშნულების ობიექტები (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) –1 ლარი;
ა.გ) სამრეწველო ობიექტი-5 ლარი;
ა.დ) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის - 0.50 ლარი;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე:
ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის –1 ლარი;
ბ.ბ) ინდივიდუალური სახლებისათვის – 0,50 ლარი;
გ) მოცულობითი ნაგებობებისათვის (მიწისზედა და მიწისქვეშა) – 0.50 ლარი;
დ) ობიექტის დემონტაჟი – 0,50 ლარი;
ე) ხაზოვან ნაგებობებზე:
ე.ა) I, II , III კატეგორიის ნაგებობებზე – 0.30 ლარი;
ე.ბ) IV,კატეგორიის ნაგებობებზე – 0.50 ლარი;
ვ) მოცულობითი ნაგებობები – 0.50 ლარი.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №47 დადგენილება (www.matsne.gov.ge ვებგვერდი, 24/12/2014 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016205).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (სპეციალურ სახაზინო კოდზე) თანხის შეტანის გზით.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს;
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების (სასმელი წყლისა და კანალიზაციის) სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს;
გ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს.