ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2018
matsne.gov.ge 1,309 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
წლიური გეგმა მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 06.03.2018 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 22.12.2017 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 20.01.2022 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.10.2015 ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 19.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №17 2018 წლის 7 მაისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა  და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა“ დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში“ დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.   ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი 1 ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების  გადანაწილების ძირითადი პრინციპები  1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე  ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,  შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს  პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პროგრამის ფარგლებში, ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება, განხორციელდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ. 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) მოამზადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;   ბ) სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მოამზადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) მოამზადოს ახმეტის  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე,  შესაბამისად ბიუჯეტის სარეზერვო ან  წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების  ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი. 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. მუხლი 3🔗. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება   1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანება) უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 7. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ამზადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 9. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  და ამავე სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანართი 2 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გეგმის ცვლილების ცნობა № 20      წლის  „__“   _________ ___________________________________________________________ ( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) ______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი – დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) 20     წლის  „__“  _________          _____________________________________________________________________ (ცვლილების შინაარსი (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) წლიური გეგმა მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV  ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა 4. დანარჩენი ცვლილება საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი: პასუხისმგებელი შემსრულებელი: დანართი 3 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  (შემდგომ – (ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების  ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით. 4. ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს შესაბამის კურატორ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია წარუდგენს მოთხოვნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით. 5. ის ა(ა)იპ-ი, რომელიც თავად წარმოადგენს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად. 6. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). 7. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით .