,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2018 წლის 7 მაისი ქ. ახმეტა |
|
2. უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუკეთოს დაგვა-დასუფთავებას, მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას, ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;
ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.
3. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების სფეროს მართვა და შესაბამისი მომსახურება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ:
ა) მერიის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით;
ბ) ადგილობრივი შესყიდვის ორგანიზებით;
გ) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.
4. თვითმმართველობის უფლებამოსილება დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
5. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი.
6. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. აკრძალულია რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა ან/და განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან ერთად.
8. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე მერიის შესაბამისი სამსახური და ოპერატორი ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესი.
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის ან/და მფლობელისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე (მფლობელი);
ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე ნაგებობებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ან/და მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები, გარდა ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად ან/და სამშენებლო უბანზე წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზის საფარი და სხვა მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრებისა და შეფუთვის (შეკვრის) გარეშე არ ეტევა ნარჩენების სათავსში;
ე) მავნე ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განსათავსებელი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ., რომელთა ფორმას შეიმუშავებს ან/და შეითანხმებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია;
კ) საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები – ურნები, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში;
ლ) დაგვა-დასუფთავება – მექანიკური დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა;
მ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;
ნ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება, გაუვნებლობა, განთავსება;
ო) მომხმარებელი – დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
პ) ოპერატორი – დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი;
ჟ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;
რ) ნარჩენების გაუვნებლობა – ნარჩენების დამუშავება და განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;
ს) ნარჩენების გაუვნებლობის ან/და განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის ან/და განთავსებისათვის;
ტ) სამსახური – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება (შემდგომში ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება);
უ) მომსახურება – ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ ქუჩებს, გზებს, მოედნებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს.
3. დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოცილება.
4. დაგვა-დასუფთავების დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან აცილებული მტვრის წარმოქმნა. დასუფთავების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ნებისმიერი ნარჩენის ტრანსპორტირება ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
5. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ნუსხას და მოსაკრებლის გადამხდელთა ერთიან ბაზას ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.
6. უძრავი ქონების ყველა მესაკუთრე და მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის სისუფთავე.
7. ნებისმიერ პირს აქვს უფლება ნარჩენების განსათავსებლად გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი სათავსები.
8. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
2. საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრის (მოსარგებლის) შეცვლისას ახალი ან/და ყოფილი მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია ამის შესახებ არაუგვიანეს 15 დღის ვადაში აცნობოს მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებას.
3. სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები მოაწესრიგოს ადგილზე შემოწმების გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით.
4. ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპერატორს.
5. ნარჩენების მფლობელებს უფლება აქვთ მოსთხოვონ ოპერატორს მხოლოდ დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ეს წესი და ადგილობრივი შესყიდვის ტექნიკური პირობები ითვალისწინებს.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილ სათავსებში. სათავსების დისლოკაციის ადგილებს, მოქმედი ნორმების დაცვით და მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ოპერატორი. აკრძალულია მომხმარებლის მიერ სათავსის თვითნებურად გატანა ან გადაადგილება.
3. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მიწა, ქვები ან/და ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები; თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჩატვირთვას და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის და ნაგავმზიდი მანქანისათვის; სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას. თუ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სათავსო/ადგილი არ არის, მაშინ ამ სახის ნარჩენების განთავსებისთვის წინასწარ უნდა ეცნობოს ოპერატორს.
4. დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება ხდება ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
5. დაუშვებელია დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
6. ნარჩენების წარმომქმნელი პირები ვალდებულნი არიან თვითონ უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების დროებით შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს მერიის ზედამხედველობის სამსახურთან.
7. ნარჩენების წარმომქმნელი პირები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება თავისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის განხორციელებაში.
8. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში, ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, ასევე სითხეების, თოვლის, ყინულის და სხვა ისეთი ნივთების მოთავსება, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს იგი.
9. ნარჩენები სათავსში განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერში ან ეს ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა ოპერატორს.
10. მუნიციპალიტეტის იმ ადგილებში, სადაც სათავსები არ არის განთავსებული, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს ნაგავშემკრებ სპეცავტომანქანაში. ნარჩენების ქუჩაში, გზებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში განთავსება ან დაყრა აკრძალულია.
11. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისას, ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე, შეიძლება საჭიროების გათვალისწინებით გამოიყოს დამატებითი სათავსები. ამ შემთხვევაში მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი, რომელიც ვალდებულია ერთჯერადად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
12. სათავსის სახეობა, რაოდენობა, დანიშნულება, განთავსების ადგილი, ასევე ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ოპერატორის მიერ მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებათან შეთანხმებით.
2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, რომლის ადგილსამყოფელი წინასწარ გამოცხადდება ოპერატორის მიერ.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნარჩენების ტრანსპორტირება ოპერატორთან შეთანხმების გარეშე.
2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს.
3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები დადგენილი წესით გადასცეს მუნიციპალიტეტში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმე სუბიექტს.
4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი და ოპერატორი არ არიან ვალდებული მოძებნონ დაკარგული ნივთები ნარჩენებში.
2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. ნარჩენების გაუვნებლობა და განთავსება წარმოებს მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ობიექტებზე, ხოლო ნარჩენების სეპარაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც მათი წარმოქმნის წყაროსთან, ასევე გაუვნებლობისა და განთავსების ობიექტებზე.
2. მომხმარებელსა და ოპერატორს შორის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადაიხდევინება შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობითა და ვადაში. მომსახურების საფასურს ოპერატორი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარ შეთანხმებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.