საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.05.2018
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,251 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 11.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 11.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე მაჩაბლის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 09.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 12.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 2018 წლის 3 მაისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. რეორგანიზებულ იქნეს (გაერთიანდეს) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხელოვნების მუზეუმი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი.  2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაევალოს სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი – ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმისათვის მიერთების უზრუნველსაყოფად, სარეორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება. მათ შორის,  შესაბამის სამართლებრივ აქტებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციაში ცვლილებების გატარება/ინიცირება.  3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორებს დაევალოთ წინამდებარე დადგენილების პირველი, მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების მიზნით, დაქვემდებარებულ დაწესებულებებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება.  4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხელოვნების მუზეუმი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი – ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი გაერთიანდეს და მათ ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის  მუზეუმი. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მუზეუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი – ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის უფლებამონაცვლე. 6. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დებულება, თანახმად დანართისა.  7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ (ი. შამილიშვილი) უზრუნველყოს: - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის თაობაზე სათანადო წერილობითი ინფორმაციის მიწოდება, მუზეუმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით; - წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული სარეორგანიზაციო საკითხების კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დირექტორის კანდიდატურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის წარმოდგენა.  9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (რ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის მიზნობრივი დაფინანსება. 10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №69 დადგენილება; - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N68 დადგენილება; - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №70 დადგენილება. 11. დადგენილება, გარდა პირველი, მე-2, მე-3 და მე-9  პუნქტებისა ამოქმედდეს  2018 წლის 1  ივნისიდან.  12. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-9  პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მუზეუმის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი    1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. 2. მუზეუმი თავის საქმიანობას ახორციელებს  საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „მუზეუმების შესახებ“, „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. მუზეუმი შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი – ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. 4. მუზეუმის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  აჭარის მუზეუმი “. 5. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში მუზეუმი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მუზეუმს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. 6. მუზეუმი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 7. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 8. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, ხ. ახვლედიანის ქუჩა №4. მუხლი 2🔗. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი   1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე. 2. მუზეუმის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, ეროვნული საგანძურის მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია და პოპულარიზაცია. 3. მუზეუმის ძირითადი ფუნქციაა: ა) სამუზეუმო მასალების დაცვა-შენახვა, მეცნიერული შესწავლა და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა); გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება, შემდგომში, მუზეუმის სივრცეში მათი დანერგვის მიზნით; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით; ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობა, აგრეთვე სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ზ) კულტურულ-ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. მუზეუმის უფლებები და მოვალეობები 1. მუზეუმს უფლება აქვს: ა) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები როგორც სახელმწიფო, ასევე  კერძო ორგანიზაციებთან; ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ)  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟირების პროგრამა; ე) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების განსაზღვრას; ვ) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე, მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს მხოლოდ მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას, აგრეთვე მუზეუმის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას; თ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს მუზეუმის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და მუზეუმის სახელფასო ფონდი; კ) სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას, დახუროს და დააფინანსოს მუზეუმის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები ან წარმომადგენლობები; ლ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთახმებების, აგრეთვე, ამ დებულების შესაბამისად; მ) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუზეუმების საქმიანობის მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებანი. 2. მუზეუმი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; გ) დაიცვას მუზეუმის თანამშრომელთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 4🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა    1. მუზეუმის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმს ხელმძღვანელობს და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, არაუმეტეს მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილების ვადით,  მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. მუზეუმის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას, მისივე ან მინისტრის დავალებით, დროებით ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. 5. მუზეუმი აერთიანებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხელოვნების მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის საცავეებს. მუზეუმის საცავებში (დეპოზიტარიუმებში) დაცული სამუზეუმო ექსპონატებით სარგებლობის წესი განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. მუზეუმის სტრუქტურა განისაზღვრება სამინისტროსთან შეთანხმებით. 7. მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე, მუზეუმში შეიძლება შეიქმნას სათათბირო ორგანოები, რომელთა უფლებამოსილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მუზეუმის დირექტორი.  მუხლი 5🔗. მუზეუმის დირექტორის უფლებამოსილება მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;       დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლის შესრულება სავალდე­ბულოა მუზეუმის ყველა თანამშრომლისათვის. ხელს აწერს მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს დასაქმებულთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს მუზეუმის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მუზეუმის თანამშრომლების საქმიანობაზე. ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია, მუზეუმის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; თ) უფლებამოსილია, მუზეუმის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ტიპის ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუზეუმის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს მუზეუმის ბალანსს; კ) ამტკიცებს მუზეუმის შინაგანაწესს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუზეუმის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს. სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს მუზეუმის საქმიანობის განვითარების ღონისძიებათა შესახებ; მ) ამტკიცებს სამუშაო აღწერილობებს თითოეული საშტატო  ერთეულისათვის;           ნ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს; ო) უფლებამოსილია დაამტკიცოს მუზეუმში სტაჟირების გავლის წესი, დანიშნოს და გაათავისუფლოს სტაჟიორები; პ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები – დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ჟ) იღებს მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მუზეუმის მიზნებიდან და ამოცანებიდან; რ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. სამეცნიერო საბჭო 1. სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო-კვლევით და საექსპოზიციო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს დირექტორი. 3. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნება 4 წლის ვადით. დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 4. სამეცნიერო საბჭო თავის შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ხდება 4 წლის ვადით.  მუხლი 7🔗. მუზეუმის საქმიანობის კონტროლი 1. მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს მუზეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს მუზეუმის დირექტორს მოთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. მუზეუმის დირექტორი ვალდებულია – მოთხოვნის, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მუზეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, მუზეუმის ფინანსური სახსრების თაობაზე. 5. მუზეუმის საქმიანობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, დამოუ­კიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო. 6. მუზეუმის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო (სამეთვალყურეო საბჭო). მუზეუმის სამეთვალ­ყურეო ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მთავრობის მიერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 8🔗. მუზეუმის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. მუზეუმმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა)  უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ)  სესხის აღება; გ)  თავდებობა; დ)  ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. მუხლი 9🔗. სამუზეუმო ფონდი და  მუზეუმის ქონება    1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს ყველა სამუზეუმო ექსპონატისა და კოლექციების ერთობლიობას. 2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას მუზეუმის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის  დირექტორი. 3. მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით. უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი. 4. მუზეუმს უფლება აქვს მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა. 5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მუზეუმს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. 7. მუზეუმის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე მუზეუმის ფუნქციონირების განმავლობაში მუზეუმის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე მუზეუმს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 8. მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. მუზეუმის ფინანსები 1. მუზეუმის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსა და.მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ე) ბუკლეტების და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; ვ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ექსპონატებისა და კოლექციების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სატელევიზიო და სხვა სახის ტრანსლაციით კომერციული მიზნებით გამოყენებით; ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება მუზეუმის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; თ) გრანტები და შემოწირულობები; ი) დამხმარე სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; კ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 11🔗. მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება 1. მუზეუმი ვალდებულია, კანონმდებლობის, საქართველოში მოქმედი საერთაშო­რისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. მუზეუმის წლიური ბალანსი მოწმდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 12🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება: ა) დასახული მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში; ბ) მთავრობის მიერ მუზეუმის არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.   მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.