ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.05.2018
ძალის დაკარგვა 25.06.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016446
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2018 წლის 7 მაისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის № 410 დადგენილების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №52 (www.matsne.gov.ge, 09/10/2014, 010250020.35.162.016269) დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესს.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მერია/ა/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
ბ) კვალიფიციური კადრების მომზადება;
გ) მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მერია//საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
დ) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
ე) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა როგორც რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის, ისე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 3🔗.
სტაჟიორები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია//საკრებულოს აპარატი) სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დადასტურებულია GPA-ით ( მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით ( მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90 %); აგრეთვე, პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ ( მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს, კანონმდებლობით დადგენილოი წესით აღიარებულ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ( მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული საშუალო არითმეტიკულით ( მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90 %).
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მერია/ა/საკრებულოს აპარატი) სტრუქტურული ერთეულების პროფილთან.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო⁄ პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟირების ვადა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის, შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები (მერი, საკრებულოს თავმჯდომარე) განსაზღვრავენ სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების გავლის წესი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია//საკრებულოს აპარატი) სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში –ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სტაჟიორობის კანდიდატების განცხადების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის ( აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე, მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით, განაწილება, შესაბამის საჯარო დაწესებულებაში, ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისათვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
5. ბიურო, თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (მერია//საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ.
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია//საკრებულოს აპარატი) ვალდებულნი არიან, შესაბამისი ნაკადის დაწყებამდე 2 თვით ადრე, მიაწოდონ ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ.
7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟიორობის კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია//საკრებულოს აპარატი) და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია//საკრებულოს აპარატი) ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამის სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით.
მუხლი 6🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება:
ბ) სტაჟირების პერიოდში, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) ხელმძღვანელი პირები (მერი, საკრებულოს თავმჯდომარე) და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აწვდიან ინფორმაციას ბიუროს.
მუხლი 7🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოთა აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზის შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია/საკრებულოს აპარატი) ხელმძღვანელ პირებს (მერი//საკრებულოს თავმჯდომარე);
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელის მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველოების ორგანოების დებულებებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
მუხლი 8🔗.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) უფლება-მოვალეობები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია//საკრებულოს აპარატი) სტაჟიორს უქმნიან სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია//საკრებულოს აპარატი) და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მერია//საკრებულოს აპარატი) ვალდებული არიან წელიწადში ორჯერ ბიუროს მიაწოდონ სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) ხელმძღვანელი პირების (მერი//საკრებულოს თავმჯდომარე) გადაწყვეტილებით კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგები აცნობოს ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 10🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის დასრულების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია/ა/საკრებულოს აპარატი) ხელმძღვანელი პირები (მერი//საკრებულოს თავმჯდომარე) იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია//საკრებულოს აპარატი) ხელმძღვანელი პირების (მერი//საკრებულოს თავმჯდომარე) მიერ.
დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი N
სერტიფიკატი ეძლევა
(სახელი, გვარი)
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
------------------------------ ---------------------------
ხელმოწერა თარიღი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი N
სერტიფიკატი ეძლევა
(სახელი, გვარი)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის
------------------------------ ---------------------------
ხელმოწერა თარიღი