ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016400
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2018 წლის 4 მაისი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. საბჭო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – შშმ) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗. საბჭოს სამართლებლივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, რომელის შემადგენლობასაც განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით).
3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით):
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენელი;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი;
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წარმომადგენელი;
თ) შშმ პირთა არაუმეტეს 3 წარმომადგენელი;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ წარმომადგენელი;
კ) ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი;
ლ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლაგოდეხის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
მ) სახალხო დამცველის წარმომადგენელი;
ნ) სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.
6. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. საბჭოს ამოცანები
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) შშმ პირთა კანონით განსაზღვრული უფლებების რეალიზების ხელშეწყობა;
გ) შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისათვის წინადადებების შემუშავება;
დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა;
ე) შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;
ვ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელშეწყობა.
მუხლი 5🔗. საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვასა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე) შშმ პირებთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ვ) შშმ პირებთან დაკავშირებით პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
ზ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია-ზედამხედველობა ( მორიტორინგი და შეფასების ანგარიშის მოსმენა);
თ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
მუხლი 6🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) აძლევს დავალებებს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) უფლებამოსილია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას.
2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 8🔗. საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანი
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;
ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტ შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
დ) საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;
ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 9🔗. საბჭოს წევრის უფლება -მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:
ა) იგი 6 თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით, არცერთხელ არ დაესწრება საბჭოს სხდომებს;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) გარდაიცვალა.
მუხლი 10🔗. საბჭოს საქმიანობის წარმართვა
1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე განსახილველი საკითხები შეიტანება სხდომის დღის წესრიგში, რომელიც უნდა ეცნობოს საბჭოს წევრებს.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განხილული უნდა იქნეს სხდომაზე.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე, იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 12🔗. საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა
1. საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთხელ. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დეკემბრის თვისა.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.