ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს №28 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2018 წლის 7 მაისი დაბა ხარაგაული |
1. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) მერი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი“.
2. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
3. მერის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
3. შეტანილი იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. თუ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია დაიცვას თავისი უფლება, მერთან შესაბამისი განცხადების შეტანის გზით,რომელიც განიხილება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესით. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული პირის მოსაზრებით ადასტურებს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტს.“.
„3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი ბათილად ცნობს ბრძანებას, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.
„4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციას.“.
4. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტებში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები, მერის ბრძანების ნაცვლად, შეიძლება მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტსა და დაინტერესებულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი.“.
|