📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
ძალის დაკარგვა 05.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 956 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2018 მიღება
05.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №37 2018 წლის 7 მაისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის   ,,ბ.დ“  ქვეპუნქტის,  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,   ახმეტის   მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისიის დებულება“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №20 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 04/08/2014წ.; სარეგისტრაციო კოდი:010250020.35.162.016237). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს   რეგლამენტის    შესაბამისად,    განსაზღვრავს    საკრებულოს   იურიდიულ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. მუხლი 1🔗.  კომისიის სტატუსი 1.   საკრებულოს   იურიდიულ   საკითხთა   კომისია   (შემდგომში   -   ,,კომისია“)   წარმოადგენს   საკრებულოს მუდმივმოქმედ  ორგანოს,  რომელიც  უზრუნველყოფს  საქართველოს  ორგანული  კანონით  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს  ორგანული  კანონითა „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისიის  შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა  შესრულებისათვის  ხელის  შეწყობა,  მერიის  და მისი სტრუქტურული  ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ)  მონაწილეობს  საკრებულოში  შემოსული  პროექტების  განხილვა-დამუშავებაში,  ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და წარუდგენს საკრებულოს; გ)    ზედამხედველობას    უწევს    საკრებულოს    სამართლებრივი    აქტების    შესრულებას    და   საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; დ) ისმენს ინფორმაციას  ან/და ახსნა-განმარტებას  საკრებულოს  წინაშე ანგარიშვალდებული  ორგანოებისა  და  თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ე) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; ვ)  ზედამხედველობას  უწევს  საკრებულოს  წევრთა მიერ საქართველოს  კანონმდებლობისა  და საკრებულოს რეგლამენტის  მოთხოვნათა დაცვას; ზ)  ამზადებს  და საკრებულოს  წარუდგენს  წინადადებებს  საკრებულოს  წევრის  უფლებამოსილების  ცნობის ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; თ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს; ი) განსაზღვრავს  საკრებულოს  კომისიებსა  და დროებით  სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; კ)   შეისწავლის   ფრაქციის   რეგისტრაციისთვის   საჭირო   მასალებს   და   საკრებულოს   უახლოეს   სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას; ლ)  საკრებულოს  უახლოეს  სხდომას  აცნობებს  ფრაქციის  გაუქმებისა  და ფრაქციის  შემადგენლობიდან  მისი წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად  იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და  სხვა  ხელმძღვანელი  პირების  არჩევის,  გადაყენების,  გადადგომის,  ფრაქციის  სადამფუძნებლო დოკუმენტებში  შესწორებათა  შეტანის შესახებ ინფორმაციას,  რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს  ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას; მ)  შეიმუშავებს   წინადადებებს   მუნიციპალიტეტის   სიმბოლოების   დამტკიცების   და  მასში  ცვლილებების შეტანის შესახებ; ნ)   საკრებულოს   წარუდგენს   წინადადებებს   თვითმმართველი    ერთეულის   საპატიო   ჯილდოებისა   და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ; ო)  განიხილავს   და  შეიმუშავებს  წინადადებებს  ადგილობრივი  თვითმმართველობის   მოხელეთა  საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ. აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; პ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტში, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს  აპარატის  დებულებებში  ცვლილებების  შეტანის შესახებ; ამზადებს სამართლებრივ  დასკვნებს მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების  დებულებათა პროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხებზე. 2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს საკრებულოს დავალებებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი  არიან  განსაზღვრულ  ვადაში  წარუდგინონ  მას შესაბამისი დოკუმენტები,  დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის  თავმჯდომარის  თანამდებობაზე  არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  28-ე მუხლით  და საკრებულოს  რეგლამენტის 26-ე, 102-ე და 103-ე მუხლებით  დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგენს და საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმოამდგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად, ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ)    ადგენს    და    საკრებულოს     ბიუროს     დასამტკიცებლად     წარუდგენს    კომისიის    სამუშაო    გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ)  კომისიის  სხდომაში  მონაწილეობისათვის  იწვევს  ადგილობრივი  თვითმმართველობის  და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიაში სამუშაოდ  ექსპერტ-სპეციალისტების კანდიდატურებს  წარუდგენს     საკრებულოს  თავმჯდომარეს  შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ)  ხელს  აწერს  კომისიის  მიერ  მიღებულ  გადაწყვეტილებებს,   დასკვნებს,  რეკომენდაციებს  და  კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს  საქართველოს  კანონმდებლობით,  საკრებულოს  რეგლამენტით  და კომისიის  დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის  თავმჯდომარის  არყოფნის,  აგრეთვე  კომისიის  თავმჯდომარის  გადადგომის,  გადაყენების,  მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს  ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1.  კომისია უფლებამოსილია კონკრეტულ საკითხთა განხილვისა და კომისიის სხდომაზე გატანის მიზნით თავისი წევრებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2.  კომისიის  წევრთა  გადანაწილებას  სამუშაო  ჯგუფებში,  კომისიის  წევრთა  სურვილის  გათვალისწინებით, ახდენს  კომისიის  თავმჯდომარე.  კომისიის  წევრი  შეიძლება  იყოს  კომისიის  რამდენიმე  სამუშაო  ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო  ჯგუფის  ფუნქციაა  თავის უფლებამოსილების  ფარგლებში  განიხილოს  და მოამზადოს  კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები 1. კომისიის  საკონსულტაციო  საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური,  სათანადო  გამოცდილების მქონე,   მოწვეული   ექსპერტ-კონსულტანტების,   აგრეთვე   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. საკონსულტაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მოწვეულ პირებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3.   საკონსულტაციო    საბჭო,   კომისიის   თავმჯდომარის   წინადადებით,   წინასწარ   განიხილავს   კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის   გამგებლობას   მიკუთვნებულ   სფეროებში   არსებულ   პრობლემებს   და  მათი   გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1.   კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფებისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული  საკითხების მოსამზადებლად, საკრებულოს   ბიუროს   მიერ განსაზღვრული   კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.