📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
ძალის დაკარგვა 05.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,017 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.2018 მიღება
05.05.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №38 2018 წლის 7 მაისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე  მუხლის მე-2  პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №21 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 04/08/2014 წ. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016238). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ  ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისიის  შექმნის მიზანია ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადება, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის  შეწყობა, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლი. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს, განიხილავს მერიის საფინანსო ორგანოს გაანგარიშებას შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; გ) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მუნიციპალიტეტის მერისათვის გაგზავნილ შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას მერიის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ე) ყოველთვიურად განიხილავს მერიის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს; შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ვ) განიხილავს საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან, რის შემდეგაც საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) შეიმუშავებს წინადადებებს და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების ან/და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრის, ასევე მათზე შეღავათების დადგენის შესახებ; თ) შეიმუშავებს წინადადებებს და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ; სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების თაობაზე; ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე; მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღები ნორმატიული აქტების პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; ო) განიხილავს აუდიტორული შემოწმების ანგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მერის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; პ) განიხილავს მერის წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ჟ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს საკრებულოს დავალებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 28-ე მუხლით და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგენს და საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტების ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ- სპეციალისტებს; წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ- ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური , სათანადო გამოცდილების  მქონე , მოწვეული ექსპერტ -კონსულტანტების , ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების  წარმომადგენლებისაგან . 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას , მოწვეულ პირებთან შეთანხმებით , განსაზღვრავს კომისიის  თავმჯდომარე . 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს , შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს , განიხილავს კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს . მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ -ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი . 2. კონკრეტული საკითხების მოსამზადებლად , კომისიის თავმჯდომარის წინადადებით , საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით , საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის შესაბამისად , კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ -კონსულტანტებს .