„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-336 |
|
2018 წლის 11 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“.
2. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსიის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღება და პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის თავმჯდომარე, რომელიც დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.“.
4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) მინისტრთან შეთანხმებით, უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:
„მუხლი 31. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური;
გ) მონიტორინგის სამსახური;
დ) მიზნობრივი პროექტების სამსახური.
მუხლი 32. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება;
გ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს ფინანსური რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
თ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმათვა;
ი) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;
კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
2. კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ბ) სააგენტოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებში კოოპერატივების ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყობა;
გ) სააგენტოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის (შემდგომში – კანდიდატის დოკუმენტაცია) შესწავლა და შემდგომი რეაგირების მიზნით სააგენტოს თავმჯდომარისთვის დასკვნის წარდგენა;
დ) კანდიდატის დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება და დაინტერესებული პირების ინფორმირება, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაინტერესებული პირებისგან საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა;
ე) სტატუსის მქონე კოოპერატივების შესახებ საინფორმაციო მონაცემების სისტემატიზაცია;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.
3. მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მინიტორინგის განხორციელება და სააგენტოს თავმჯდომარისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტისა და შეჩერების თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონსულტაციების გაწევა;
გ) სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი ინფორმაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საველე ან/და დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელება.
4. მიზნობრივი პროექტების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის შესაბამისი პროგრამის შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი განხორციელება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროგრამების და პროექტების განხილვა, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელება;
გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
დ) სააგენტოს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება და შესრულების კოორდინაცია;
ე) მიზნობრივი პროექტების, პროგრამების, ანგარიშების შემუშავება მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების, საინიციატივო წიანდადებების განხილვა, მათი შესწავლა და ანალიზი;
ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება და შეფასების ინდიკატორების შემუშავება, მათი გამოყენება და ანალიზი;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“.
6. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.“.
7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.
|