1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ან საჯარო დაწესებულებაში წამყვან პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა უნდა იცოდეს :
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები.
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
თ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
ი) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
კ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
ლ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
მ) ინვენტარიზაციის პროცედურები;
ნ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
ო) ფონდების მოძიების პრინციპები;
პ) უცხო ენა.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა შეეძლოს:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება