ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016340
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
matsne.gov.ge 590 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 22.12.2023 ხაშურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.09.2019 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2018 საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.07.2018 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2018 წლის 7 მაისი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”   საქართველოს კანონის  28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ,,ადრეული  აღზრდისა  და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და   სკოლამდელი   აღზრდისა   და   განათლების   მომსახურების   მიმწოდებელი   ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ეს  დადგენილება, გარდა დანართის მე-2  მუხლის  „გ”  და  ,,დ”ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის,,გ”და ,,დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველია იანვრიდან.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი   აღზრდისა და განათლების   მომსახურების  მიმწოდებელი  ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. მუხლი 2🔗. განათლება და გამოცდილება 1. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან საჯარო დაწესებულებაში  წამყვან პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება გ)  სასურველია  გავლილი   ჰქონდეს   გადამზადება   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების   სამინისტროს   მიერ  შემუშავებული   აღმზრდელ-პედაგოგის   პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) სასურველია ჰქონდეს გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით     ან    განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). მუხლი 3🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 4🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. კ) ფინანსური მართვის საფუძვლები; ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; მ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ნ) ინვენტარიზაციის პროცედურები;  2.საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. მუხლი 5🔗. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა 1. საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის; ბ)    მან   არ   წარმოადგინა   საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი   ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებები მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ  პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.