„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2018 წლის 8 მაისი ქ. გურჯაანი |
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსებით ამ პროგრამის ვადის ამოწურვამდე“;
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები:
„27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი საჩუქარი.
28. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;
ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) თუ ოჯახი დარჩა მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის გარეშე ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შედეგად, მიუხედავად ოჯახური შემადგენლობისა.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ოჯახის წევრის არსებობის შემთხვევაში, ასეთი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ხანძრით ან სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევაში, ასეთი მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
4. მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსება არაუმეტეს თვეში 100 ლარის ოდენობით;“.
5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:
„27. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის – ერთჯერადი საჩუქარი 300 ლარის ოდენობით.“.
6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური;
2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2018. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016405.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №38, 08.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016405 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4184056/