მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
გამომცემი ორგანო 5.1
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,791 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის დასახელება
1.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)
1.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში
1.4 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს
3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში
4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
4.3 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 07.03.2016 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.01.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.01.2016 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2019 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.03.2016

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2018 წლის 7 მაისი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85​1 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (დანართი №1); ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №2); გ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №3). მუხლი 2🔗 ეთხოვოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს უზრუნველყოს: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია დანართი  №1 მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ფორმა და წესი 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონულად, ელექტრონულ რესურსზე ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა. 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან. 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ელექტრონული ფორმით ინფორმაციას აქვეყნებენ მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი. 2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. დანართი  №2 მარტვილის  მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა 1. ზოგადი ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ერთეულების/ ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. 1.        საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.4 მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალურად 3. 1.            ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში ქვეყნდება კვარტალურად 4. 1.  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად 4.4 რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები ქვეყნდება კვარტალურად 4.5 მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში 4.6 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში 5. 1.  ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა 5.2 მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.3 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.4 საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში 5.5 ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.6 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად 5.7 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.13 ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.14 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალურად 5.15 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში 7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 7.1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.2 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში 7.3 დასახლების საერთო კრების ოქმები (საკრებულოს მიერ დასახლების საერთო კრების უფლებამოსილების განსაზღვრის შემთხვევაში) მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში 7.4 ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ (საკრებულოს მიერ დასახლების საერთო კრების უფლებამოსილების განსაზღვრის შემთხვევაში) ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში 7.5 მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში 7.6 პეტიცია მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 7.7 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში 8.  სხვა საჯარო ინფორმაცია 8.1 მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 8.2 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. 2. აღნიშნული წესი ვრცელდება მარტვილის მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, დაწესებულებებზე და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიული პირებზე. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებული საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის  მიხედვით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის             მოთხოვნის     თაობაზე         უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება დარეგისტრირდეს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;   ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელექტრონული განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება საჯარო დაწესებულების შესაბამის პირს  რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი   ვადების დაცვით.