საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-333
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-333
2018 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებუელბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –
რეგიონული სამმართველოების ტიპური დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები –
რეგიონული სამმართველოები (შემდგომში –
სამმართველო) შექმნილია „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების საფუძველზე.
2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს შესაბამის რეგიონში.
3. სამმართველო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით და ამ დებულებით.
4. სამმართველოს დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში –
მინისტრი).
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
6. სამმართველოს კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
7. სამმართველოს აქვს ბეჭედი და სატიტულო ფურცელი (ბლანკი) საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
მუხლი 2🔗.
სამმართველოს უფლებამოსილებანი
1. სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და გარემოს დაცვის ერთიანი პოლიტიკის გატარებასა და სტრატეგიის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რეგიონში აგრარული რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება და სამინისტროში წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა;
დ) რეგიონში ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და სამინისტროში წარდგენა;
ე) დარგების მიხედვით, პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების ხელშეწყობა;
ვ) რეგიონში, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ზ) რეგიონში პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
თ) სამინისტროდან დავალების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ან/და ინფორმაციის გამოთხოვა;
ი) საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
კ) რეგიონში არსებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, შეჯერება და საერთო ანგარიშის სამინისტროში წარდგენა;
ლ) რეგიონში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, კონსულტაციის გაცემა და მონიტორინგი;
მ) სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროული ინფორმირების ხელშეწყობა;
ნ) რეგიონში სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში, რეგიონის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა და კოორდინირებული საქმიანობა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
2. სამმართველო შესაბამის მუნიციპალიტეტში, სადაც ის განთავსებულია, ასევე უფლებამოსილია:
ა) შეაგროვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ;
ბ) შექმნას სამეურნეო წლის განმავლობაში ნათესი და ნარგავი ფართობების სრული განახლებადი საინფორმაციო ბაზა;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, კულტურების მიხედვით, განსაზღვროს სავარაუდო მოსავალი წინასწარ, მიიღოს და დაამუშაოს ინფორმაცია;
დ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სამინისტროს მიერ განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტების შერჩევაში, გასწიოს კონსულტაციები და მონიტორინგი;
ე) განახორციელოს ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების, ასევე წარმოების საშუალებების ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
ვ) შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სასაწყობო და გადამამუშავებელი საწარმოების არსებული პოტენციალი, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პირველადი წარმოების პროდუქტების მიხედვით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში მოქმედი სამართლებრივი და საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს;
თ) უზრუნველყოს სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების შესახებ მოსახლეობის დროულად ინფორმირება;
ი) უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის სფეროში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ სამინისტროს დროულად ინფორმირება;
კ) პოპულარიზაცია გაუწიოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება-მოვლის თანამედროვე აგროტექნიკურ მეთოდებს და ხელი შეუწყოს მათ დანერგვას;
ლ) შეაგროვოს და დაამუშაოს ბაზარზე არსებული სათესლე და სარგავი მასალების შესახებ ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ პირებს მათი სპეციფიკაციის მიხედვით;
მ) მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს, მუნიციპალიტეტში მექანიზაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;
ნ) შეაგროვოს ინფორმაცია ბაზარზე არსებული მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ და შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს მათი გამოყენების მართებული მეთოდები;
ო) გაუწიოს კონსულტაციები დაინტერესებულ პირებს:
ო.ა) მოსავლის აღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ტექნიკური ღონისძიებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ;
ო.ბ) აღებული მოსავლის შენახვის პირობების და ვადების შესახებ;
ო.გ) საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით;
ო.დ) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, წლის განმავლობაში, აუცილებელი ვეტერინარული და სანიტარიული ღონისძიებების შესახებ;
პ) პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდებს, ტექნოლოგიებს, მათი დანერგვის მიზნით;
ჟ) აქტიურად ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს შეხვედრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ექსტენციის ცენტრებთან;
რ) გასცეს რეკომენდაციები მერძეული და მეხორცული მიმართულების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდის და სტაბილურად შენარჩუნების მიზნით საკვები რაციონის შესახებ;
ს) მონაწილეობა მიიღოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში, განახორციელოს სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სტატისტიკის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში და უზრუნველყოს კოორდინირებული საქმიანობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს:
უ.ა) ბიოაგროწარმოებას;
უ.ბ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელებას.
მუხლი 3🔗.
სამმართველოს
სტრუქტურა
1. სამმართველოს სტრუქტურა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს
უფროსი:
ა) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამმართველოს
მმართველობას განეკუთვნება;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური
შესრულებისათვის;
გ) აწესრიგებს სამმართველოს
გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს/თანამშრომლებს
შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი მოაწეროს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გასაგზავნ კორესპონდენციას;
ვ) ზედამხედველობს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
თ)
აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
ი) კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
კ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და დაცვისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას;
ლ) აფასებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს.
4
.
სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
5. სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 4🔗.
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.