საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.2018
ძალის დაკარგვა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-343
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2018 მიღება
01.06.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-343 2018 წლის 14 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია; ბ) სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება; გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა; ე) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ვ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით; თ) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება ან/და კოორდინაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პოლიტიკის კოორდინაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) სტატისტიკისა და ანალიტიკის მეორადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები 1. პოლიტიკის კოორდინაციის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) და გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია; ბ) სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება; გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და შესაბამისად სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა; ე) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 2. სტატისტიკისა და ანალიტიკის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებისთვის ანალიტიკური მასალების მომზადება; დ) სამინისტროს ინფორმაციული საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსახორციელებელი შერჩევითი და სხვა სახის გამოკვლევების დაგეგმვაში მონაწილეობა. გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება შესაბამისი პერიოდულობით; ე) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით, საბაზრო ფასების კვლევის დაგეგმვა, სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და უწყებებთან ერთად კვლევის განხორციელება, გამოკვლევის უზრუნველყოფა საჭირო მეთოდოლოგიით, გამოკვლევიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და მონაცემთა გავრცელების სისტემის შექმნა; ვ) საექსპორტო ბაზრების შესახებ მიმოხილვების მომზადება; ზ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მეორადი სტრუქტურული ერთეულში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.