ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 07.05.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.164.016318
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 274 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მამულაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.07.2023 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.08.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 09.01.2017 მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.04.2021 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 27.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2018 წლის 7 მაისი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო  მოსაკრებელი. 2. მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის ფიზიკური ან იურიდიული პირი. 3. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალიწინებული განაშენიანების ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 ლარის, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 ლარის ოდენობით, 400 მმ-მდე დიამეტრამდე მილგაყვანილობის მშენებლობის ნებართვისათვის 1  გრძივ მეტრზე 0,30 ლარი, 400 და მეტი მმ დიამეტრის მილგაყვანილობის მშენებლობისათვის თხრილის სიგანისა და სიგრძის მიხედვით 1 მ​2 -ზე 1 ლარის ოდენობით, მიწისქვეშა საკაბელო საკომუნიკაციო ხაზების მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,30 ლარი. კავშირგაბმულობის ელექტროენერგიის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების და საჰაერო გაზგაყვანილობის მშენებლობისათვის 1 გრძივ მეტრზე 0,15 ლარი, საავტომობილო გზების მშენებლობის ნებართვისათვის 1 მ​2-ზე  0,30 ლარის ოდენობით. 4. მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან დაუწესდეს შეღავათი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას. 5. აღნიშნული მოსაკრებლის ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის კონტროლი დაევალოს  მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 08 თებერვლის №34 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი