შპს ,,დე ენდ ვეს’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18225-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18225-15

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წ ლის 7 მაისი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი – შპს ,,დე ენდ ვე’’ (ს/ნ 200117747)

წარმომადგენელი (დირექტორი) – ლევან კასრაძე

მოთხოვნა – შპს ,,დე ენდ ვეს’’ (ს/ნ 200117747) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,დე ენდ ვეს’’ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2015 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს ,,დე ენდ ვეს’’ წარმომადგენელმა ლევან კასრაძემ და ითხოვა შპს ,,დე ენდ ვეს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ შპს „დე ენდ ვეს” აქტივები ვერ უზრუნველყოფს არსებული ვალდებულებების შესრულებას და , შესაბამისად, კომპანია დგას მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე. საწარმოს ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენდა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მისთვის გაცემული ლიცენზიის ფარგლებში სანიტარიული ჭრების განხორციელება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის 5825 ჰექტარზე არსებული დაავადებული წაბლის კორომებით დაფარული ფართობის აღდგენა-გაჯანსაღებისათვის.

2014 წლის 17 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა შპს „დე ენდ ვესთან” 2011 წლის 20 იანვარს გაფორმებული №2 ხელშეკრულება. შპს „დე ენდ ვემ” სასამართლოში გაასაჩივრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა, თუმცა საბოლოო შედეგი დღემდე გარკვეული არ არის. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალე კომპანიას სხვა აქტივი, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, არ ჰქონია. შემოსავალსაც მხოლოდ აღნიშნული საქმიანობიდან იღებდა. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით საწარმოს არ აქვს ტყით სარგებლობის უფლება, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და აქტივი. უფრო მეტიც, მას აქვს მთელი რიგი ვალდებულებები. კერძოდ, შპს „დე ენ ვეს” მიმართ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება გააჩნია მის 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელ პარტნიორს შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალს”. ამ დავალიანების ოდენობა შეადგენს 7 917 552 ლარს. საწარმოს ამავდროულად აქვს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება 115 082 ლარის ოდენობით, რომლის გასაჩივრებასაც ის აპირებს, თუმცა ასევე გაურკვეველია საჩივრის დაკმაყოფილების პერსპექტივა. შპს „დე ენდ ვეს” ჰყავს სხვა კრედიტორებიც: შპს „მალკო” და შპს „ს.ა ვუდი”. საწარმოს აქტივს წარმოადგენს მხოლოდ ანგარიშზე არსებული ნაშთი 3000,81 ლარი.

სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრს მიიღო განჩინება და შპს „დე ენდ ვეს” (ს/კ 200117747) ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა სასამართლოსათვის კრედიტორთა - შპს „ჯორჯიან თიმბერ ინტერნეიშენალის”, შპს „მალკოს” და შპს „ს.ა ვუდის” მიმართ დავალიანებათა არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთა (სასამართლოს და ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მოვალისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა) წარდგენა. ამასთან, შპს „დე ენდ ვეს” სასამართლოსათვის უნდა წარედგინა შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული ცნობა საბანკო ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და/ან მის არქივში (ტექინვენტარიზაციის ბიუროში) უძრავი ქონების მესაკუთრედ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ მოვალე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არაა რეგისტრირებული სხვა საწარმოში წილის მესაკუთრედ; სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ მოვალე არაა რეგისტრირებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ და/ან მოსარგებლედ.

შპს „დე ენდ ვეს” დირექტორმა ლევან კასრაძემ, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 29 სექტემბერს. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს „დე ენდ ვეს” აქვს 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველ განცხადებაში ამ ფაქტის თაობაზე აღნიშნული არ ყოფილა და განმცხადებელი განმარტავდა, რომ მოვალის აქტივი მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განთავსებული 3000,81 ლარით შემოიფარგლებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოვალის უკანასკნელი განმარტებებით მას აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 81 თეთრი ჰქონდა დარჩენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოვალეს დაევალა სასამართლოსათვის მისი აქტივის (კუთვნილი სატრანსპორტი საშუალებების) შეფასების თაობაზე აუდიტორის, ექსპერტის ან სპეციალური საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნის წარდგენა.

2015 წლის 2 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „დე ენდ ვეს” წარმომადგენელმა ლევან კასრაძემ და წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მის საკუთრებაში არსებული „ნისან ტერანო”, სახელწიფო ნომრით „GQG 203”, შეფასებულია 7200 (შვიდი ათას ორასი) ლარად; „ჰიუნდაი ტუქსონი”, სახელმწიფო ნომრით „GYG 755”, შეფასებულია 12700 (თორმეტი ათას შვიდასი ლარი) და „ლენდ როვერ დეფენდერი” სახელმწიფო ნომრით „WUV 780”, შეფასებულია 12 000 (თორმეტი ათასი) ლარად. ამდენად, მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ჯამური ღირებულება 31 900 (ოცდათერთმეტი ათას ცხრაასი) ლარია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით მოვალის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და შპს ,,დე ენდ ვეს’’ მეურვედ დანიშნული იქნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.

კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებული სხდომა გადაიდო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით. წარმოების შემდგომი გაგრელებისთვის შპს ,,დე ენდ ვეს’’ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 28 მაისს, 17:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქოსასამართლოში ( მდებარექ . თბილისში , დ . აღმაშენებლისხეივანი , მე -12 კმ . №6) სხდომისდარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

● კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

● მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                                              თამარ ბურჯანაძე