„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №208 |
|
2018 წლის 8 მაისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. „შტამპი „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).
12. „შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემის“ (დანართი №1):
ა) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავების ზომებისადმი დაქვემდებარების, გამოყენებული მეთოდებისა და მათი გამოყენების მიზეზების შესახებ წერილობითი ფორმით მიეწოდება საჰაერო ხომალდის პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემის შემთხვევაში აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.“;
ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გემის შემთხვევაში – აღმოჩენილი ფაქტები და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებები აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში, ასევე მიეთითება „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის დაფიქსირებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას;“;
გ) მე-20 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლებისა და გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს ექვს თვეს. თუ გათვალისწინებული ინსპექტირების ან კონტროლის ღონისძიებების განხორციელება ვერ ხერხდება გემის შემოსვლის ნავსადგურში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთი თვით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოწმობაზე დაისმება შტამპი „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).“;
გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პირობები ისეთია, რომ ამ პროცედურების განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის აზრით დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, იგი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ (დანართი №2):
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გემზე აღმოჩნდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (ინფექციისა და კონტამინაციის წყარო, გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) და ჩატარებული პროცედურებით მიღწეულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. აღმოჩენილი რისკები და გატარებული ღონისძიებები უნდა აისახოს მოწმობასა და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დარღვევების არსებობისას, უფლებამოსილი პირი დამატებით ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე“ დაფუძნებული „გემის ინსპექტირებისა და გემის სანიტარიული სერტიფიკატის გაცემის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.“.
4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №10-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №11 და დანართი №12.
|
ვადის გაგრძელება Extension წინამდებარე მოწმობის ვადა გახანგრძლივებულია და იგი მოქმედებს ----/---/----- (დღე/თვე/რიცხვი) - მდე (მაქსიმუმ 30 დღე, მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ) The validity of this certificate has been extended till ----/---/---- (dd/mm/yyyy) (max.30 days after expiry date)
პორტის ---------- კომპეტენტური ორგანო by the competent authority in the Port of --------
თარიღი და ხელმოწერა Date and signature
|
დანართი №12
იხილეთ დანართი See attachment წინამდებარე მოწმობას ახლავს დანართი, რომელიც დართულია პორტის ----- კომპეტენტური ორგანოს მიერ A document has been attached to this certificate by the competent autority in the Port of -------
დანართი შედგება -------------- გვერდისაგან Attachment consists of pages
თარიღი და ხელმოწერა Date and signature
|