„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №206 |
|
2018 წლის 8 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „შ“ ქვეპუნქტები:
„ვ1) ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღება, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნა;“;
„შ) თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე თავდაცვის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის დასაბუთებული წარდგინებისა და სამინისტროში მოქმედი გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ახალი და მოდერნიზებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებაში მიღების, აგრეთვე მოძველებული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეიარაღებიდან მოხსნის თაობაზე;“;
„ც) ამტკიცებს უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს;“.
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:
„ხ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშებს, ლოგოებს, ემბლემებსა და სხვა სიმბოლიკას.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო.“;
გ) მე-4 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი:
დ1.ა) აფასებს თავდაცვის სისტემის ეფექტიანობას, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის პოლიტიკასა და გეგმებთან დაკავშირებით;
დ1.ბ) აფასებს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებებთან დაკავშირებით;
დ1.გ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ძირითადი პრინციპებისა და შესაძლებლობების ანალიზს, შეიმუშავებს პრიორიტეტულ მოთხოვნებს, აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ1.დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს თავდაცვის პოლიტიკის, დაგეგმვისა და სტრატეგიულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;
დ1.ე) ახორციელებს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების პროცესის კოორდინაციას და რესურსების მართვის ფარგლებში მონაწილეობას იღებს თავდაცვის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;
დ1.ვ) მონაწილეობას იღებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში;
დ1.ზ) ახორციელებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვის სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;“;
დ) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ადამიანური რესურსების დეპარტამენტი:
მ.ა) ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსის (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალის) სტრატეგიული ანალიზისა და მართვის ხელშეწყობას, შესაბამისი ხედვებისა და გეგმების მომზადებას;
მ.ბ) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსის მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების ხედვას და ხელს უწყობს მის განხორციელებას;
მ.გ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკას, უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხოლო სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − მისი განხორციელების ზედამხედველობას;
მ.დ) ახორციელებს სამინისტროს (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) პროფესიულ საჯარო მოხელეთა კარიერის მართვას და ადმინისტრირებას, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
მ.ე) შეიმუშავებს და ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამინისტროს სამხედრო პერსონალისა და სამხედრო განათლების პოლიტიკას;
მ.ვ) უზრუნველყოფს სამხედრო პერსონალთან დაკავშირებული პოლიტიკის აღსრულების პროცესზე სამოქალაქო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების დანერგვასა და განვითარებას;
მ.ზ) ახორციელებს სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, ორგანიზაციულ ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების დანერგვას ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში;
მ.თ) ხელს უწყობს სამინისტროში ეთიკური და ანტიკორუფციული გარემოს გაძლიერებას;
მ.ი) შეიმუშავებს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკას და უზრუნველყოფს იმპლემენტაციის მხარდაჭერას;
მ.კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას;“;
ე) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
ფ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:
ფ.ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;
ფ.გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტურ მუშაობას;
ფ.დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ფ.ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ნატოს უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.“.
|