ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.05.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.131.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,719 სიტყვა · ~19 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
უძრავი ობიექტი
მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა უძრავი ქონება, რომელზედაც ან/და რომლის გამოყენებითაც ხორციელდება სარეკლამო საშუალების განთავსება
მუხლი 2
სარეკლამო საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
გარე რეკლამა
სარეკლამო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და რომელიც ემსახურება გარკვეული ინტერესების ფორმირებასა და რეალიზაციას
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით   გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა
მუხლი 2
ნებართვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ნებართვის უფლების მოპოვება
მუხლი 2
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.08.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 10.04.2018 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისა და საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.09.2017 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 10.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2018 წლის 10 მაისი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 26​1 მუხლის, 30-ე და 36-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის  წესი”, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დროისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელები ვალდებული არიან წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით მოიპოვონ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე განთავსებული გარე რეკლამის მფლობელი სუბიექტი ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონში არ მიიღებს მონაწილობას ან მიიღებს, მაგრამ ვერ გაიმარჯვებს, ასეთი სუბიექტი ვალდებულია აუქციონში გამარჯვებულ ნებართვის მფლობელთან გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სარგებლობასთან დაკავშირებით გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ან ნებართვის მფლობელის პირველი მოთხოვნისთანავე განახორციელოს მის მიერ განთავსებული გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების დემონტაჟი. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №06 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი N1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი . მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალებების (შემდგომში – სარეკლამო საშუალება) განთავსებითა და სარგებლობით წარმოშობილ ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ფინანსურ ურთიერთობებს. 2. ამ წესის მიხედვით, სარეკლამო საშუალების განთავსება შესაძლებელია განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტებზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უკვე არსებული სარეკლამო საშუალება შესაბამისი სასყიდლიანი და დროებითი სარგებლობის უფლებით შეიძლება დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს. 3. ამ წესის მიზანია გარე რეკლამის გავრცელების ტექნიკურ საშუალებასთან, მის ფორმასთან და გარეგნულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. 4. სარეკლამო საშუალებებზე რეკლამის განთავსების საკითხი რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისთვის ამ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უძრავი ობიექტიმიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა უძრავი ქონება, რომელზედაც ან/და რომლის გამოყენებითაც ხორციელდება სარეკლამო საშუალების განთავსება;  ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით; გ) გარე რეკლამა – სარეკლამო საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და რომელიც ემსახურება გარკვეული ინტერესების ფორმირებასა და რეალიზაციას; დ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით   გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; ე) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; ვ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ნებართვის უფლების მოპოვება; ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; თ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. გარე რეკლამის განთავსების პირობები: 1. სარეკლამო საშუალების განთავსება შეიძლება განხორციელდეს პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, ბილბორდებისა და სტაბილური განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 2. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების,  მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 3. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 4. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,სერტიფიცირებულია“.  5. სარეკლამო  საშუალებაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს რეკლამის განთავსების თაობაზე  გაცემული ნებართვის ნომერი. 6. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 7. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე)  შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. 8.  სარეკლამო საშუალებაზე 1 წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი პერიოდის მანძილზე რეკლამის  განუთავსებლობის შემთხვევაში ნებართვა უქმდება  ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. 9. სარეკლამო საშუალებების მოვლა-პატრონობასა და სათანადო იერსახის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს, მისი  შეუსრულებლობა არის ნებართვის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი. 10. სარეკლამო საშუალების მფლობელს უფლება აქვს, სანებართვო პირობების შესაბამისად, თავისი უფლებები და მოვალეობები ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წერილობითი თანხმობით გადასცეს მესამე პირს. ამასთან, აუცილებელია მესამე პირმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგინოს ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი წინადადება აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულებების სათანადოდ შესრულების თაობაზე. უფლებამოსილების გადაცემა არ განიხილება სანებართვო პირობების შეცვლის საფუძვლად. 11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკლამო საშუალებების განსათავსებელი უძრავი ობიექტების და სარეკლამო საშუალებების ნუსხა განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილი), რომელიც მტკიცდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღმასრულებელი ორგანოს მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმაში შესაძლებელია პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სარეკლამო საშუალებების განთავსების პოტენციალისა და შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. 12. გარე რეკლამის განთავსებისთვის საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ელექტროენერგიით მომარაგებას და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის გარე განათების ქსელის გამოყენებით, ხოლო, თუ გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ელექტროენერგიით მომარაგება შეუძლებელია ქალაქის გარე განათების ქსელის გამოყენებით, გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ელექტროენერგიით მომარაგებას და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელი. ამასთან, როგორც გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისას, ისე მათი ელექტროენერგიით მომარაგებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მხოლოდ ნებართვის მფლობელს. ასევე, გარე რეკლამის განთავსებისათვის საჭირო პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების ან/და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშულებების ელექტროენერგიით მომარაგების და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის უზრუნველყოფისას მათი ქალაქის გარე განათების ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ხარჯები ეკისრება ნებართვის მფლობელს. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის განთავსების გეგმა 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, გარდა წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გარე რეკლამის განთავსების გეგმას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია    ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. აუქციონში მონაწილების მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად. 5. გარე რეკლამის ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები. 6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე, გარე რეკლამის განთავსების ფასი უნდა განისაზღვროს კვადრატულ მეტრზე დაწესებული ფიქსირებული თანხისა თუ ნებართვის მფლობელის მიერ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ან წმინდა მოგების პროცენტის მიხედვით და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 8. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. ამ მუხლის 1-ლი  პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4  მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით. 3. ამ მუხლის 1-ლი  პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში,  გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად. 4.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო. 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. 8. ნებართვის გაცემის ფასი არ მოიცავს სარეკლამო საშუალების დამზადება-განთავსების ხარჯებს და ეს უკანასკნელი მთლიანად ანაზღაურებული უნდა იქნეს სარეკლამო საშუალების განმათავსებლის მიერ. 9. ორმხრივი ფუნქციონალური დანიშნულების მქონე სარეკლამო საუალების განთავსებისას ობიექტების სარგებლობის მინიმალური (საწყისი) ფასის ოდენობა განისაზღვრება საწყისი ფასის ორმაგი ოდენობით; 10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტს უფლება აქვთ აუქციონში გამარჯვებულს მოსთხოვოს სოციალური ხასიათის რეკლამის განთავსება. ასეთი მოთხოვნის მოცულობა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვებულის სარგებლობაში არსებული სარეკლამო განთავსების პოტენციალის საერთო მოცულობის 7%-ს. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება ამ წესისა და სანებართვო პირობების შესაბამისად. მუხლი 7🔗. აუქციონის ორგანიზება 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ელექტრონული ან საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის ინიციატივით, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტით. 2.  აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  მიერ უფლებამოსილი პირი (აუქციონატორი). 3. ელექტრონული აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge. საჯარო აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 4. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ, ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება. 5. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი. 6. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ. 7. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს ადგილობრივ ბეჭვდით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. 8. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იგივე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.   9. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის  ჩატარების თარიღს; ვ) “ბეს”,  ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 10. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 11. ელექტრონულ ან საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე (ნებართვის მაძიებელი) ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები, აღნიშნული ასევე გულისხმობს გარე რეკლამის განთავსებისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებას. 12. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. მუხლი 8🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.    2. საჯარო აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, ხოლო ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა არ უნდა იყოს გამოცხადებიდან 5 დღეზე ნაკლები და 45 დღეზე მეტი. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის „1-4“ პუნქტების მოთხოვნები.  მუხლი 9🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.  6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს. ოქმს ხელს აწერს მონაწილე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 11. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 10🔗. ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმების წესი 1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან და ოქმზე მის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის ნებართვის ფასის ოდენობაში. 3. ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს: ა) გაცემული ნებართვის სახე; ბ) სანებართვო პირობები; გ) ნებართვის ფასი და მისი გადახდის წესი; დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნებართვის მფლობელისათვის გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები; ვ) ნებართვის მოქმედების ვადა; ზ) სხვა აუცილებელი პირობები. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის  ვადაში,  ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 11🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სანებართვო/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების/ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, კერძოდ: აუქციონში გამარჯვებული მიერ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის დაგვიანებისთვის მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1%. 4. ნებართვის მფლობელის მიერ აუქციონის ან/და სანებართვო პირობების/სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შეთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ნებართვის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.                                                                                                        6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებ­ლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს)  მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილი­ტაცია, დემონტაჟი)  სამუშაოებისათვის;  ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 7. ამ მუხლის მე-4  პუნქტის ,,დ“,  ,,ე“  და ,,ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. 8. ამ მუხლის მე-4  პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქობულეთის  მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. 9. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ’“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით. მუხლი 12🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 10 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით. აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გააგრძელოს გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა (შეიტანოს ცვლილება ნებართვაში), ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მოქმედების ვადის ზედა ზღვრამდე (10 წელი). მუხლი 13🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები 1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა,                     რეკონ­სტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენე­ბასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. 4. ნებართვის მოქმედების გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სარეკლამო საშუალების დემონტაჟი, გატანა და უძრავი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. 5. ნებართვის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და სარეკლამო საშუალების განმათავსებელი პირი შესაძლებელია წერილობით შეთანხმდნენ შესაბამისი სარეკლამო საშუალების (საშუალებების) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. კონკრეტული შემთხვევა დარეგულირებული უნდა იქნას ხელშეკრულებით. მუხლი 14🔗. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო. მუხლი 15🔗. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი 1. ფიზიკური ან იურიდიული პირის  საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი საჭიროებს ქობულეთის მუნიციპალიტეტთან სავალდებულო შეთან­ხმებას. 2. ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვა­ნელის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან  და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა); გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი)  სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში – დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი. 3. ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხს ითანხმებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ. თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიერ მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება,  მაშინ საკითხი ითვლება დადებითად (დაინტერესებული პირის სასარგებლოდ) გადაწყვეტილად. 4. ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.