საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2018
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1466
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№1466
2018 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა;
ბ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხის განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
დ) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი და ეფექტიანი თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფა;
ე) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ვ) თავშესაფრის მაძიებელთათვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
თ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) კანონმდებლობის შესაბამისად, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კანონმდებლობის საფუძველზე რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
კ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის მიზნით პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა; რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს სახელით „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ო) თანამშრომლობა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დონორებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
პ) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.
2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და/ან ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წელიწადში ერთხელ ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე წარუდგენს მინისტრს;
ზ) მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
კ) კანონმდებლობის გათვალისწინებით, მინისტრთან და კურატორი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
მ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობის შესაბამისად.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ბ) ხელს აწერს და/ან ვიზას აძლევს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავშესაფრის საკითხთა სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ა) სტატუსის დადგენის განყოფილება;
ა.ბ) თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება;
ა.გ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი – განყოფილება;
ა.დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილება;
ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც წარმართავს განყოფილების საქმიანობას და განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
5. განყოფილების უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავშესაფრის პროცედურის განხორციელება;
ბ) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფა; საქართელოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა;
გ) პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების, შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის/გაუქმების/ჩამორთმევის მიზანშეწონილობის დადგენა;
დ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ე) სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანალიზი;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
7. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს:
ა) სტატუსის დადგენის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია: თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სტატუსის დადგენის გასაუბრების მომზადება და ჩატარება; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის მომზადება, ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე დასკვნის მომზადება; საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის მომზადება, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი პროცედურის ჩატარება და დასკვნის მომზადება; საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე რეკომენდაციების მისაღებად, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
ბ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება და მონაცემთა ბაზის წარმოება;
გ) თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის – განყოფილების ფუნქცია და ამოცანაა თავშესაფრის მაძიებლ(ებ)ისთვის მიმღებ ცენტრში საცხოვრებელი ფართის გამოყოფა და განთავსება, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;
დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების ფუნქცია და ამოცანებია: თავშესაფრის საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება არსებული თავშესაფრის სისტემის გასაუმჯობესებლად; არსებული თავშესაფრის პროცედურის შეფასების საფუძველზე, თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
8. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა ინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება, რეპატრიანტთა ინტეგრაციის მიზნით პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კანონმდებლობის საფუძველზე რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
დ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის მიზნით, პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ამ პროცესში მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა; რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სარეინტეგრაციო ან საინტეგრაციო პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის კონსულტაციის გაწევა;
ზ) სარეინტეგრაციო ან საინტეგრაციო პროგრამებში დარეგისტრირებულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
თ) სამმართველოში შემოსული კორეპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე, ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.