„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსურის მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
2018 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, №241 და №276 ჩამოყალიბდეს ამ დანართის №1 მოცემული რედაქციით.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, №31 და №126 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი