შპს „კოჯრის კეთილმოწყობის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/6188-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/6188-18

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2018 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე გენადი მაკარიძე

მოვალე – შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’

(საიდენტიფიკაციო კოდი 226572937).

დირექტორი – შპს ,,რეაბილიტაცია’’ (წარმომადგენელი თამარ მუმლაძე).

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშულია, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ არ ფუნქციონირებს, მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, მას არ ერიცხება დებიტორული მოთხოვნები და არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება. ამავდროულად კომპანიას აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 1231,57 ლარის ოდენობით, რომელიც არის უზრუნველყოფილი საგადასახადო გირავნობა იპოთეკით. კომპანიის დირექტორმა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება და განმარტა, რომ შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

2018 წლის 2 მარტის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის გამოსწორების მიზნით საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და მოთხოვნის დაზუსტება.

2018 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობას“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“, დააზუსტა მოთხოვნა, განმარტა, რომ ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. განმცხადებელმა მიუთითა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტზე და მოითხოვა შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ გაკოტრება.

2018 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’-ს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 2 აპრილს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.  

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობა’’ (ს/ნ 226572937) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,კოჯრის კეთილმოწყობის“რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                                                       გენადი მაკარიძე