სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის
შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ L TD)
გადაწყვეტილება
2017 წლის 18 დეკემბერი
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: 9, flat 2, Amery Street, Sliema, SLM 1706, Malta), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, ვმოქმედებდი რა შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) წესდების საფუძველზე, განვიხილე შემდეგი საკითხები:
1. ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერა და დემონტაჟი, რომლებიც სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე ირიცხება;
1.1. საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1));
1.2. საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1));
1.3. ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1));
1.4. ნეიტრალიზაციის სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1));
2. 2017 წლისთვის სს „ელმავალმშენებლის“ აუდიტორის არჩევა.
ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მივიღე შემდეგი გადაწყვეტილებები:
1.1. განხორციელდეს ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერა და დემონტაჟი, რომლებიც სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე ირიცხება;
1. საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1));
2. საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1));
3. ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1));
4. სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1));
1.2. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ დ.ვ გორგოძეს, მიეცეს უფლებამოსილება, განახორციელოს ყველა სახის იურიდიული, საორგანიზაციო, ტექნიკური, საბუღალტრო და ფინანსური ქმედებები, რაც დაკავშირებულია სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული, ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერასა და დემონტაჟთან (საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1)); საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1)); ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1)); სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1)); საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
2. მოხდეს სს „ელმავალმშენებლის“ 2017 წლის აუდიტორის - შპს „Foreman“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი №205214917, რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 19 ივლისს) გადარჩევა. არჩეულ იქნeს. შპს „Intelect-Audit“ის (საიდენტიფიკაციო კოდი №404906973, რეგისტრაციის ნომერი SA RAS-F-583489, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. №6, იურიდიული მისამართი: გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის II მ/რ, კორპ. 5, ბინა 28; ტელ: +995 593 31 40 22; ვებგვერდი – http://www.intelect-audit.ge) სს „ელმავალმშენებლის“ 2017 წლის აუდიტორად.
წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
შპს „ლოკო ტრანს კომპანის “(„LOKO TRANS COMPANY“ LTD)
დირექტორი,
წა რმომადგენელი: ჯორჯია ლამბრია ნიდი