სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის

შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ L TD)

გადაწყვეტილება

 

2017 წლის 18 დეკემბერი

 

საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: 9, flat 2, Amery Street, Sliema, SLM 1706, Malta), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, ვმოქმედებდი რა შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) წესდების საფუძველზე, განვიხილე შემდეგი საკითხები:

1. ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერა და დემონტაჟი, რომლებიც სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე ირიცხება;

1.1. საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1));

1.2. საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1));

1.3. ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1));

1.4. ნეიტრალიზაციის სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1));

2. 2017 წლისთვის სს „ელმავალმშენებლის“ აუდიტორის არჩევა.

 

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მივიღე შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

1.1. განხორციელდეს ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერა და დემონტაჟი, რომლებიც სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე ირიცხება;

 

1. საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1));

2. საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1));

3. ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1));

4. სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1));

 

1.2. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ დ.ვ გორგოძეს, მიეცეს უფლებამოსილება, განახორციელოს ყველა სახის იურიდიული, საორგანიზაციო, ტექნიკური, საბუღალტრო და ფინანსური ქმედებები, რაც დაკავშირებულია სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული, ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობების ჩამოწერასა და დემონტაჟთან (საცურაო აუზი (რეგისტრაციის ნომერი 03 (1)); საცურაო აუზის მოსაზღვრე შენობა (რეგისტრაციის ნომერი 01 (1), 02 (1), 06 (1), 08 (1)); ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი შენობა (რეგისტრაციის ნომერი 83 (1)); სადგურზე არსებული წვიმის წყლის დასასუფთავებელი სალექარი (რეგისტრაციის ნომერი 79 (1)); საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

2. მოხდეს სს „ელმავალმშენებლის“ 2017 წლის აუდიტორის - შპს „Foreman“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი №205214917, რეგისტრირებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 19 ივლისს) გადარჩევა. არჩეულ იქნeს. შპს „Intelect-Audit“ის (საიდენტიფიკაციო კოდი №404906973, რეგისტრაციის ნომერი SA RAS-F-583489, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის ქ. №6, იურიდიული მისამართი: გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის II მ/რ, კორპ. 5, ბინა 28; ტელ: +995 593 31 40 22; ვებგვერდი – http://www.intelect-audit.ge) სს „ელმავალმშენებლის“ 2017 წლის აუდიტორად.

წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაშია 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

 

შპს „ლოკო ტრანს კომპანის “(„LOKO TRANS COMPANY“ LTD)

დირექტორი,

წა რმომადგენელი:                                                                 ჯორჯია ლამბრია ნიდი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“?
დიახ, განცხადება „სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2017.
როდის იქნა მიღებული „სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“?
„სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“ მიღებულია 18.12.2017. მიმღები ორგანო — სს „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელის შპს „ლოკო ტრანს ჰოლდინგი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ისგადაწყვეტილება“, №0, 18.12.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4190082/