სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 16.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016593
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 413 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
16.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №46 2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების  წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გამოძახებას. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების სარეზერვო სამსახურში გამოძახება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) საომარი მდგომარეობის დროს; ბ) საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს; გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების მიზნით; დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის 45 კალენდარული დღის ფარგლებში გავლისას, მათ შორის სპეციალური მომზადების მიზნით. მუხლი 2🔗 1. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის გამოძახება, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის გამოძახებას ახორციელებს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება.   მუხლი 3🔗 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის კალენდრით (შემდგომში – კალენდარი) დადგენილ თარიღებში, რაც ითვლება  აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებად. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს კალენდარი გადაეცემა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო წლის კალენდარი მომდევნო წლის პირველ იანვრამდე. 3. კალენდარში შესული ცვლილების თაობაზე აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით,  უნდა ეცნობოს დამატებით. მუხლი 4🔗 1. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახებისას შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების გამოცხადების დროს და ადგილს; ბ) აქტიური სარეზერვოს სამსახურის გავლის პერიოდს; გ) სარეზერვო  სამსახურისთვის  თავის არიდებისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით. მუხლი 5🔗 ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გაცემული შეტყობინება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირს უნდა გაეგზავნოს/ჩაბარდეს დაუყოვნებლივ, ხოლო, შეტყობინების მიმღები ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს გონივრული ვადის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში გამოცხადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. მუხლი 6🔗 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის გარდა, აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის დამსაქმებლის შეტყობინებას ახორციელებს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი. 2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს მისცეს ცნობა, რომლითაც დასტურდება ქვედანაყოფში მისი ყოფნის პერიოდი.