სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 16.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016591
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 147 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2018 მიღება
01.06.2018 ძალაში შესვლა
16.02.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №44 2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ ,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად. 2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია. 3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს: ა) სარდალს; ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს; გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს; დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს; ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს; ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია