სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2018
ძალაში შესვლა 01.06.2018
ძალის დაკარგვა 28.11.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016590
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№43
2018 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია
სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა
მუხლი 1🔗
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა მომზადების პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების, დირექტივებისა და მითითებების, სამხედრო-საგანმანათლებლო დოქტრინების, კონცეფციებისა და სტანდარტების საფუძველზე.
2. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამის) მიზანია:
ა) რეზერვისა და მობილიზაციის მხარდაჭერა;
ბ) მომზადების პრინციპების, მეთოდების და საშუალებების განსაზღვრა;
გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა მომზადება.
3. რეზერვისტს მომავალი ამოცანების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს ფიზიკური შესაძლებლობები და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარი, რაც აუცილებელი წინაპირობაა საბრძოლო დავალების წარმატებულად შესრულებისათვის. აქედან გამომდინარე, თითოეულმა რეზერვისტმა მუდმივად უნდა იზრუნოს საკუთარი ცოდნის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შესაძლებლობების შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის.
მუხლი 2🔗
სამხედრო ძალების რეზერვის მომზადება მოიცავს:
ა) რეზერვის პროფესიულ და სპეციალურ მომზადებას;
ბ) რეზერვის საბრძოლო მომზადებას რეზერვის სახეების (კატეგორიების) მიხედვით;
გ) რეზერვის ქვედანაყოფების ამოცანაზე ორიენტირებულ საბრძოლო მომზადებას.
მუხლი 3🔗
1. სამხედრო ძალების რეზერვის პროფესიული განვითარება ითვალისწინებს:
ა) რეზერვის ოფიცრების პროფესიულ მომზადებას;
ბ) რეზერვის სერჟანტების პროფესიულ მომზადებას;
გ) რეზერვისტების სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამის მომზადებას.
2. სამხედრო ძალების რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების პროფესიული მომზადება განხორციელდება „რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების პროფესიული მომზადების კონცეფციის“ შესაბამისად, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ერთეულებში.
3. რეზერვისტების სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამისი მომზადება განხორციელდება სამხედრო საგანმანათლებლო ერთეულებში და საზოგადოებრივ კოლეჯებში.
მუხლი 4🔗
1. საბრძოლო მომზადება რეზერვის სახეების (კატეგორიების) მიხედვით, განსაზღვრავს რეზერვის საბრძოლო მომზადების პრინციპებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რათა განხორციელდეს სამხედრო ძალების რეზერვის ეფექტური და ხარისხიანი საბრძოლო მომზადება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების გაძლიერებას და რეზერვის მზადყოფნას დასახული ამოცანების შესასრულებლად – ეროვნული თავდაცვის გეგმიდან გამომდინარე.
2. რეზერვის საბრძოლო მომზადება უზრუნველყოფს საომარი და საგანგებო მდგომარეობის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს მათ ინდივიდუალურ და ქვედანაყოფების შემადგენლობაში ეფექტურ მოქმედებას და მიზნად ისახავს, მაღალპროფესიული და ბრძოლისუნარიანი სარეზერვო ძალების ჩამოყალიბებას, რომელიც ხორციელდება რეზერვის სახეების (კატეგორიების) მიხედვით და სპეციალობების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
რეზერვისტების საბრძოლო მომზადება ხორციელდება ორ ეტაპად და მოიცავს:
ა) რეზერვისტების ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადებას;
ბ) რეზერვისტების კოლექტიურ საბრძოლო მომზადებას.
მუხლი 6🔗
1. აქტიური რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ ამოცანების წარმატებით შესრულებას.
2. აქტიური რეზერვის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები.
მუხლი 7🔗
1. შეიარაღებული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე, მათი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანების წარმატებით შესრულებას.
2. შეიარაღებული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფენ და საბრძოლო მომზადებაზე პასუხისმგებელი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები, რისთვისაც შეიმუშავებენ შეიარაღებული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან (შემდგომში – გენერალური შტაბი) შეთანხმებით.
3. შეიარაღებული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადება ხორციელდება ორ ეტაპად და მოიცავს:
ა) რეზერვისტების ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადებას;
ბ) რეზერვისტების კოლექტიურ საბრძოლო მომზადებას.
მუხლი 8🔗
1. ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის (შემდგომში – ეროვნული გვარდია) ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე, ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ამოცანების წარმატებით შესრულებას.
2. ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადებაზე, რისთვისაც შეიმუშავებს ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამებს, გენერალურ შტაბთან შეთანხმებით.
3. მომზადების პროგრამები უნდა პასუხობდეს ისეთ პრინციპებს, რომ რეზერვისტებმა შეძლონ:
ა) მცირე სამობილიზაციო დროში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მხარდაჭერა;
ბ) რეგიონის თავისებურებებიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების დავალებებიდან და მათი ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების ამოცანების შესრულება;
გ) საომარი და საგანგებო მდგომარეობის, ასევე, საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირება.
4. ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადება ხორციელდება ორ ეტაპად და მოიცავს:
ა) რეზერვისტების ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადებას;
ბ) რეზერვისტების კოლექტიურ საბრძოლო მომზადებას.
მუხლი 9🔗
1. სპეციალისტთა რეზერვის პროფესიული და სპეციალური მომზადების მიზანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანების წარმატებით შესრულებას.
2. სპეციალისტთა რეზერვის საბრძოლო მომზადებაზე პასუხისმგებლები არიან სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მიმართულებების მიხედვით, რისთვისაც შეიმუშავებენ სპეციალისტთა რეზერვის პროფესიულ და სპეციალური მომზადების პროგრამებს, სამინისტროსა და გენერალურ შტაბთან შეთანხმებით.
3. სპეციალისტთა რეზერვის საბრძოლო მომზადება ხორციელდება ორ ეტაპად და მოიცავს:
ა) სპეციალისტთა რეზერვის ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადებას;
ბ) სპეციალისტთა რეზერვის სპეციალობების შესაბამის მომზადებას.
4. სპეციალისტთა რეზერვის იმ კატეგორიისათვის, რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები არ მოითხოვს ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადების შესაბამის უნარ-ჩვევებს, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სპეციალობების შესაბამისი მომზადება.
მუხლი 10🔗
1. სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, სამხედრო ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული მაღალპროფესიული სამობილიზაციო რეზერვის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო ძალების ამოცანების წარმატებით შესრულებას.
2. სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია, რისთვისაც შეიმუშავებს მობილიზაციის გეგმასა და საბრძოლო მომზადების პროგრამებს, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და გენერალურ შტაბთან შეთანხმებით.
3. სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადება მოიცავს:
ა) რეზერვისტების ინდივიდუალურ მომზადებას;
ბ) რეზერვისტების სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამის მომზადებას;
გ) სამობილიზაციო რეზერვის სპეციალისტთა სპეციალურ მომზადებას;
დ) რეზერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადებას.
4. სამობილიზაციო რეზერვის სპეციალისტთა იმ კატეგორიისათვის, რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები არ მოითხოვს ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადების შესაბამის უნარ-ჩვევებს, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სპეციალური მომზადება.
მუხლი 11🔗
სამობილიზაციო რეზერვისტთა მომზადება შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივ ჯგუფებში სპეციალობების მიხედვით:
ა) ამოცანაზე ორიენტირებულ ჯგუფებში;
ბ) რეზერვის ქვედანაყოფების შემადგენლობაში;
გ) საბრძოლო ქვედანაყოფების შემადგენლობაში;
დ) სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ერთეულებში.
მუხლი 12🔗
1. ტოტალური თავდაცვის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ამოცანების შესასრულებლად შექმნილი სარეზერვო ჯგუფების მომზადება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული მომზადების პროგრამით.
2. სარეზერვო ჯგუფების მომზადების პროგრამის შემუშავების პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ სხვა სახელმწიფო უწყებებმა, ასევე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა.
3. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში ჩარიცხული პირების მომზადება ხორციელდება ეროვნული გვარდიის მიერ შექმნილ მიზნობრივ ჯგუფებში.
4. მიზნობრივ ჯგუფებში ჩარიცხული პირების მომზადება ხორცილიდება ეროვნული გვარდიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით.
მუხლი 13🔗
1. რეზერვისტს უფლება აქვს სწავლების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამოთქვას საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც გაანალიზდება, შეფასდება და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროების შესაბამისად იქნება გათვალისწინებული.
2. რეზერვისტები მომზადების დაწყებისთანავე მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესის წარმართვის შესახებ.
3. მომზადების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ადგილი უკავია საველე მეცადინეობებს, სადაც ხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცება, სასწალო მეთოდური საშუალებების გამოყენებით.
4. რეზერვისტების სამხედრო მომზადების პროგრამის საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმები, თემატიკის სახეები, საბრძოლო მომზადების პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმები მტკიცდება გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. მეცადინეობების ცხრილის შედგენა, რეზერვის სამხედრო მომზადების პროგრამისა და საბრძოლო მომზადების პროგრამიდან გამომდინარე, ხორციელდება იმ ქვედანაყოფების მეთაურის მიერ, სადაც მიმდინარეობს რეზერვისტთა მომზადება.
მუხლი 14🔗
სამინისტროს, გენერალური შტაბის და მის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უფლებამოსილებები რეზერვის პროფესიულ და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებით:
ა) გენერალური შტაბი – აძლევს მითითებებს და ზედამხედველობას უწევს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს იმ პროგრამების შესრულებაში, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ რეზერვის ძალთა საბრძოლო მზადყოფნას, საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტების შესაბამისად. ასევე, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ამზადებს და ამტკიცებს საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო ძალების რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების მომზადებისა და განვითარების პროგრამებს;
ბ) სამინისტროს და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულები, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ბ.ა) ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ რეზერვის პროფესიული და სპეციალური მომზადების მიმდინარეობას და ახორციელებენ რეზერვის მომზადების მიმდინარეობის შეფასებას;
ბ.ბ) გამოყოფენ საჭირო რესურსებს პროგრამების ეფექტური განხორციელებისათვის;
გ) ეროვნული გვარდია – ორგანიზებას უწევს რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს. ეროვნული გვარდია, სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამების შემუშავებამდე, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და გენერალურ შტაბთან შეთანხმებით, ასევე უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესების განახლება/სრულყოფას, რაც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვისტების ოპტიმალური გადანაწილება-გამოყენების, ქვედანაყოფების გაძლიერების და სამხედრო ძალების დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს.