შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/32158-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/32158-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018  წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანიმარიამ ხიდაშელი

განმცხადებელი (მოვალე) შპს „იბერია მით ჰოლდინგი" (ს.ნ 405108217)

წარმომადგენელი თორნიკე ართქმელაძე

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ირაკლი წიკლაური

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „იბერ მით ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი.

2017 წლის 04 დეკემბერს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა თამარ ცაგურიშვილმა.

2017 წლის 08 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

კრედიტორთა კრების პირველი ფორმატის ფარგლებში 2018 წლის 21 და 26 მარტს მოწვეულ იქნა სხდომები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარებულ სხომებზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხის განხილვა, წარმოების შემდგომი გაგრელებისათვის კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში  მოწვეული უნდა იქნეს მორიგი სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დაადგინა

1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს მორიგი სხდომა 2018 წლის 04 ივნისს 14:00სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:

  • მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
  • 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

    3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

    მოსამართლე  თამარ ბურჯანაძე.