„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.148.016488
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №42

2018 წლის 14 მაისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 16/11/2017; 010250040.35.148.016385) დამტკიცებული რეგლამენტის 137-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს შემადგენლობაში შედის საკრებულოს თავმჯდომარე,  ნებაყოფლობით შედიან საკრებულოს წევრები, მერის წარდგინებით მერიის არაუმეტეს 3 საჯარო მოსამსახურე ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, რომელიც იმავდროულად არის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე