„გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2018 წლის 14 მაისი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭოს შემადგენლობაში შედის საკრებულოს თავმჯდომარე, ნებაყოფლობით შედიან საკრებულოს წევრები, მერის წარდგინებით მერიის არაუმეტეს 3 საჯარო მოსამსახურე ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირი, მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, რომელიც იმავდროულად არის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც არის მერის მიერ განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მერის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“.
|