სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02- 794/ო
2018 წლის 7 მაისი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანებისნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 14 ივნისის №02-1268/ო ბრძანების დანართი№1, პუნქტი 8-ში მითითებული – სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ფილიალის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. დმანისი, წმინდა ნინოს ქ. №37) – საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი,№6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ” დირექტორის ა. თალაკვაძის განცხადება: №41446, 30.04.2018წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე