საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-357
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016504
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 977 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 11.11.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 06.09.2018 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 30.07.2018 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 08.05.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 26.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-357 2018 წლის 17 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება . მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; გ) ჰიდრომელიორაციის დარგის მართვის გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება; დ) სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების, რეკომენდაციებისა და ნორმატიული დოკუმენტების მომზადება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ჰიდრომელიორაციის მეორადი სტრუქტურული ერთეული; ბ) მიწათსარგებლობის მეორადი  სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები 1. ჰიდრომელიორაციის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული გამოწვევების განსაზღვრა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა; ბ) ჰიდრომელიორაციის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; გ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ჰიდრომელიორაციის სისტემის გაუმჯობესების ხელშემწყობი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) ჰიდრომელიორაციის დარგში მართვის სისტემების, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომელიორაციის დარგთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირება, შემუშავება წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. მიწათსარგებლობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაა: ა) მიწის მართვის/მიწათსარგებლობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების განსაზღვრა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა; ბ) მიწის მართვის/მიწათსარგებლობის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება; გ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის რაციონალურად გამოყენებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის, მიწათსარგებლობის, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების ინიციირება, შემუშავება და წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების უზრუნველყოფის მიზნით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მეორად სტრუქტურულ ერთეულში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას მეორადი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/მოადგილის წინაშე.