საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/240
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016558
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,247 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 01.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 01.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 01.03.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 29.02.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აზია-აფრიკის რეგიონსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 29.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/240 2018 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11  თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6  მუხლის მე-3  პუნქტის „კ”  ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-13  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი დანართი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) წინადადებების შემუშავება პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით; ბ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების მიზნით; გ) ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; დ) პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით; ე) პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარება; ვ) ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისიების სხდომათა ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგი; ზ) საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან მოთხოვნებისა და რეალური პარამეტრების შედარების საფუძველზე ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და მათთან ურთიერთობების ეფექტიანად წარმართვა; თ) ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებათა მომზადება და ხელმძღვანელ პირთათვის წარდგენა; ი) საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებათა წარმოება; კ) დონორთა პრიორიტეტების იდენტიფიცირება;  ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში არსებული საპროექტო წინადადებების მოძიება და დონორთა პრიორიტეტების შესაბამისად მათი მხარდაჭერა; მ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან. 2. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. 3. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს  შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;   ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;  ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1.  დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველო; ბ) ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების სამმართველო; გ) მეზობელი ქვეყნებისა  და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველო; დ) ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველოს ფუნქციებია: ა) პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ) სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; გ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების ინიიცირება, შემუშავება და დასკვნების მომზადება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების/სამუშაო ჯგუფების სხდომათა ორგანიზება, კოორდინაცია და შემდგომში ამ სხდომების ოქმით განსაზღვრული საკითხების  შესრულების მონიტორინგი; ვ) პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 4. ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნების სამმართველოს ფუნქციებია: ა) პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ) სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; გ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების ინიიცირება, შემუშავება და დასკვნების მომზადება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების/სამუშაო ჯგუფების სხდომათა ორგანიზება, კოორდინაცია და შემდგომში ამ სხდომების ოქმით განსაზღვრული საკითხების  შესრულების მონიტორინგი; ვ) პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 5. მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს ფუნქციებია: ა) პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ) სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; გ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების ინიიცირება, შემუშავება და დასკვნების მომზადება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების/სამუშაო ჯგუფების სხდომათა ორგანიზება, კოორდინაცია და შემდგომში ამ სხდომების ოქმით განსაზღვრული საკითხების  შესრულების მონიტორინგი; ვ) პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 6. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკის კონტინენტის ქვეყნების სამმართველოს ფუნქციებია: ა) პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ) სავაჭრო ურთიერთობაში მყოფ ბიზნესოპერატორებისთვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით; გ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების ინიიცირება, შემუშავება და დასკვნების მომზადება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების/სამუშაო ჯგუფების სხდომათა ორგანიზება, კოორდინაცია და შემდგომში ამ სხდომების ოქმით განსაზღვრული საკითხების  შესრულების მონიტორინგი; ვ) პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ მასალების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან; თ) სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები             1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3.დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის ან მისი ფუნქციების შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს, მათ შორის, გარე კორესპონდენციას.