მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.05.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიანეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2018 წლის 16 მაისი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „ი2“ ქვებუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
დადგენილების მიზანი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი).
2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) აღსაზრდელი – ბავშვი, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში სარგებლობს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებით ან/და სასკოლო მზაობის პროგრამით;
ბ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;
გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესი – ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება;
დ) საჯარო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ე) კერძო დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც არ მართავს და არ არის დაფუძნებული მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ;
ვ) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი, ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;
თ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 3🔗.
გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი
1. წინამდებარე დადგენილება ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს.
2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თავი II
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
მუხლი 4🔗.
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის მიუკერძოებელი და სამართლიანი.
2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს.
3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ აღსაზრდელებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში.
4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე.
5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე, დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს, მისი დაზიანების შემთხვევაში მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ სუბიექტს.
9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს.
10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულების ხელმძღვანელს აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას.
11. პერსონალი, სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, მხოლოდ საკუთარი მომხმარებლის სახელით და პაროლით.
12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას, არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის, არ ჩამოტვირთავს/უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო/ფოტომასალას.
13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის.
14. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი და განსაკუთრებული საჭიროებისა), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის.
15. პერსონალი საქმიანობს სუფთა, კომფორტული ტანსაცმელით და ფეხსაცმელით.
16. პერსონალი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს აღსაზრდელთა და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებაზე.
17. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
18. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
19. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.
თავი III
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები
მუხლი 5🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეულ აღსაზრდელთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს აღსაზრდელს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს მის ინტერესებს.
2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს აღსაზრდელის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის თვითმიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებაზე.
4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა აღსაზრდელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
5. პერსონალი ზრუნავს თითოეული აღსაზრდელის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
6. პერსონალი ურთიერთობს აღსაზრდელთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.
7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
9. პერსონალი ზრუნავს აღსაზრდელის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის პირადი მაგალითით.
10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
11. პერსონალი აღსაზრდელთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გასაჯაროვებამდე (განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
12. დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში აღსაზრდელის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით.
13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს.
14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის მეთოდებსა და სტრატეგიებს.
15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა აღსაზრდელს, განურჩევლად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
16. პერსონალი საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თავს არ ახვევს აღსაზრდელს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.
17. პერსონალი უზრუნველყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელს სამედიცინო პირველადი დახმარება ჩაუტარდეს ჰიგიენურ და უსაფრთხო პირობებში, ამისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
18. პერსონალი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და ბავშვებისთვის გასაგები ენით.
მუხლი 6🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თითოეული ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა.
3. პერსონალი უზიარებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ.
4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე.
5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელთან და მის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს აღსაზრდელის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა პირებთან.
7. პერსონალი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენელის ინფორმირებას, თუ აღსაზრდელმა მიიღო დაზიანება ან თუ მის ჯანმრთელობას ან/და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.
8. პერსონალი, ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.
9. პერსონალი არ შედის ფამილარულ ურთიერთობებში ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას.
10. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის სანაცვლოდ, არ იღებს ფულს ან ფასიან საჩუქარს აღსაზრდელისგან, მისი ოჯახის წევრებისაგან ან აღსაზრდელთან დაკავშირებული პირებისაგან.
11. პერსონალი საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თავს არ ახვევს ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომელთა მხრიდან.
მუხლი 7🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალს აქვს კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა.
2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს და ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში.
4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.
5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.
6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.
7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად.
8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობას და პროფესიულ გამოცდილებას.
9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.
10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას.
11. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში;
12. პერსონალი საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თავს არ ახვევს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.
მუხლი 8🔗.
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსების შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და ა.შ.) და იყენებს დაწესებულების სასარგებლოდ.
2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას.
3. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
5. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს გარემოს დაცვაზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და სხვა) და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თვითშეგნების ფორმირებას აღსაზრდელებში.
თავი IV
პასუხისმგებლობა
მუხლი 9🔗.
პასუხისმგებლობა
პერსონალის მიერ წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.