საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.05.2018
ძალის დაკარგვა 31.05.2023
გამომცემი ორგანო №
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 17 | 18 |
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი |
| თანამ- დებობა | სახელი |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
| № საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი რაოდენობა საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № | № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.05.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.04.2017
დოკუმენტის ტექსტი
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2018 წლის 16 მაისი
ქ. მცხეთა
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ფორმის, აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა)საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტი დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 (matsne.gov.ge, 010250050.35.153.016357, 04.05.17 წ.) დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი №1
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ტექსტში შემდგომ –
საჯარიმო ქვითარი) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. საჯარიმო ქვითრის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსების წესი
1. საჯარიმო ქვითარი უფლებამოსილი პირის მიერ ივსება „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან: საჯარიმო ქვითარი და საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, დაისმება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭედი იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენელ თანამშრომელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე და 273-ე მუხლებითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარი ივსება შემდეგი წესით:
ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი;
ბ) I ნაწილის:
ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: დარღვეული სამართლებრივი ნორმა –
კოდექსი, მუხლი, ნაწილიж
ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: ჯარიმის ოდენობა;
ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები და ფურცლების რაოდენობა;
7. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემდგენელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.
8. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი.
9. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარომო ქვითრის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითრში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარის ასლი ითვლება ჩაბარებულად.
11. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის შესაბამისად.
12. საჯარომო ქვიტარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრით მომარაგება, გაცემა, წარმოება და დაბრუნება
1. საჯარიმო ქვითრის შეკვეთას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2.უფლებამოსილი პირისათვის (მოხელისათვის) საჯარიმო ქვითრის გაცემა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №3).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით და მერიის ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.
11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 4🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ექვემდებარება ჩამოწერას:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
მუხლი 5🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. იძულებითი აღსრულების შემთხვევაში გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
დანართი №2
საჯარიმო ქვითარი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარიმო ქვითარი №
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი)
ნაწილი I
ბ.ა.
1. შედგენის თარიღი: ––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
2. შედგენის ადგილი: –––––––––––––––––––––––
3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------
4. სამართალდამრღვევი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------------------
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა), იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
6. დარღვეული სამართლებრივი ნორმა: ------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
(კოდექსი, მუხლი, ნაწილი)
7. ჯარიმის ოდენობა: ––––––––––––– ლარი
8. დამრღვევის ახსნა-განმარტება: --------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
(ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა)
9. მიმღები მოლარე: ––––––––––––– –––––––––––––
(ხელმოწერა) (თარიღი)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: ––––––––––--------------------------
ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: –––––––––––––––----------------------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა: –––––––––––––––----------------
აღნიშვნა ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის შესახებ: –––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------------
საჯარიმო ქვითრის ყუა №
ნაწილი II
(ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში)
1.–––––––––––––––––––––––––––––-------------
(გადამხდელის სახელი და გვარი/დასახელება)
2. –––––––––––––––––––––––––––––-------------
(გადამხდელის მისამართი)
3. ––––––––––––––––––––––––––––––----------------
(გადამხდელის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი)
4.-------------------------------------------------------
(ჯარიმის ოდენობა)
5. –––––––––––––––––––––––––––––––-----
(დარღვეული სამართლებრივი ნორმა –
კოდექსი, მუხლი, ნაწილი)
5. ––––––––––––––––––––––––––––––-----
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. ––––––––––––––––––––––––––––––--------
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე:------------------------------
(ხელმოწერა)
8. შემომტანი:--------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი: –––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე და წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებების შესახებ, ასევე სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სასამართლოში გასაჩივრების შესახებ მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის)
აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის
თარიღი
საჯარიმო ქვითრის №
საჯარიმო ქვითრის გამცემი
საჯარიმო ქვითრის მიმღები
შედგენილი საჯარიმო ქვითრები
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
საჯარიმო ქვითრის №
თანამ-
დებობა
სახელი
გვარი
ხელმო-
წერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) საჯარიმო ქვითრები
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
საჯარიმო ქვითრის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
შენიშვნა
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
აქტი №
---- ----------------- 20 წ.
გამოსაყენებლად უვარგისი
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის)
ჩამოწერის შესახებ
№
საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის მიზეზი
რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს
საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
საჯარიმო ქვითრის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)