„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №93 |
|
2018 წლის 24 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
№15 პენიტენციური
დაწესებულების
დებულების
დამტკიცების
შესახებ
“ საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
მინისტრის
2015 წლის
27 აგვისტოს
№111 ბრძანებაში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016526) შეტანილ
იქნეს
ცვლილება
და
ბრძანებით
დამტკიცებული
დებულების
:
1. მე -7 მუხლის „გ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ და „გ 2“ ქვეპუნქტები : „გ 1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა , განხორციელებული საბუღალტრო -საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება , მათ შორის , მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა ; გ 2) საჭიროებისამებრ , არანაკლებ კვარტალში ერთხელ , სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი “) შედარება და ხელმოწერით დადასტურება .“. 2. მე -14 მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე , ოპერატიულ მორიგესთან ერთად , ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით . გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან . 7. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს .“. 3. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად .“. 4. 39-ე მუხლის მე -16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში .“. 5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 43. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში ვიდეოპაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე “ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .“. 6. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 45. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ “ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით .“. 7. 77-ე მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „8. მსჯავრდებულს უფლება აქვს , ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას , რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ . ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება , რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში . თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება , მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი . თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე , ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება . წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი , რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული .“. 8. 84-ე მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი , დისციპლინური პატიმრობის ვადა , დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის , მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ მინისტრის ბრძანებით .”. 9. დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:
„დანართი №12
მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის ბარათი
მსჯავრდებულის გვარი ___________________________________
მსჯავრდებულის სახელი __________________________________
მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________
მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________
გასამართლებულია : ____________________________________________
______________________________________________________________
სასჯელის ვადა ________________________________________________
სასჯელის დასაწყისი _______________________________________
სასჯელის დასასრული ______________________________________
განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________
ტიპი /საშიშროების რისკი ____________________________________
ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები
განხორციელებული პაემნების აღრიცხვა
№15 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის სახელი , გვარი , თანამდებობა და ხელმოწერა _____________________________________ _____________________________________ “.
|
|